ცამ
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| + | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ცეკვები]] | [[კატეგორია:ცეკვები]] | ||
| + | [[კატეგორია:პანტომიმური ცეკვები]] | ||
[[კატეგორია:ტიბეტური ცეკვები]] | [[კატეგორია:ტიბეტური ცეკვები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:43, 17 მაისი 2023 მდგომარეობით
ცამ – (ტიბეტ. – ჩხამ, მონგ. ცამ – ცეკვა) – ტიბეტური პანტომიმური ცეკვები. აღმოცენდა უძველეს ხანაში, ბუდისტურ ტაძრებში. ცამის სიუჟეტები აღებულია ლეგენდებიდან ლამაისტური პანთეონის ღვთაებათა შესახებ ასრულებდნენ ლამები (ბუდისტი ბერები) რელიგიური დღესასწაულების დროს.
არსებობს ცამის უამრავი ვარიანტი. მათი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებულია ლამების მიერ. ცამის პანტომიმური ცეკვები ერთდროულად სანახაობაცაა და რელიგიური რიტუალიც. ცეკვებს ასრულებენ სხვადასხვა ნიღბებში – ცხოველების, ღმერთების, ადამიანების და ა.შ.
არსებობს, აგრეთვე, ცამი დიალოგებით. ეს არის გარდამავალი ხანა საცეკვაო პანტომიმიდან დრამატული თეატრისაკენ. ასეთ ცამში უკვე ასახავენ არა მხოლოდ ღმერთებს და გამორჩეულებს, არამედ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც.
ტიბეტელი განდეგილის და პოეტის, მილარაიბის ცხოვრების ეპიზოდები საფუძვლად დაედო ცამს სახელწოდებით „ცამ მილარაიბი“. იგი იდგმება მხოლოდ ზოგიერთ მონასტერში.