შუა ატიკური კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''შუა ატიკური კომედია''' ძველბერძნული [[კომედია|კომედიის]] სახესხვაობა. გავრცელდა [[ათენი|ათენში]] ძვ. წ. IV საუკ. ათენის დამარცხებამ [[პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404)|პელოპონესის ომში]] (ძვ. წ. 431-404 წწ.) მნიშვნელოვნად დააძაბუნა - პოლიტიკური [[სატირა]], რომელიც ახასიათებდა  [[ძველი ატიკური კომედია|ძველ ატიკურ კომედია]]ს ძვ. . V საუკუნეში. ძველი კომედიის შემცვლელ შუა [[ატიკური კომედია]]ში პოლიტიკურ მოღვაწეთა წინააღმდეგ გამოსვლა მხოლოდ  ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა; შუა ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი ტიპების ასახვა. მასში თითქმის არ იყო [[ქორო]]ს პარტიები. ქოროს გამოსვლები [[ინტერმედია]]დ იქცა, რაც დაკავშირებული არ იყო მოქმედების მსვლელობასთან.
+
'''შუაატიკური კომედია''' ძველბერძნული [[კომედია|კომედიის]] ნაირსახეობა. გავრცელებული იყო [[ათენი|ათენში]] (IV ს. ძვ.წ.). [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომში]] დამარცხების შემდეგ (431-404 ძვ.წ.) შუაატიკურ კომედიაში საგრძნობლად შესუსტდა პოლიტიკური [[სატირა|სატირის]] მასშტაბი. ნაცვლად ამისა, იგი ხშირად ამასხრებდა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს ([[პლატონი|პლატონს]] და მის მიმდევრებს, პითაგორიელებს, კინიკიელებს და სხვ.). მისთვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიურობის ასახვა, მითოლოგიური [[ტრავესტი]]ს განხორციელება, [[მითები|მითების]] [[პაროდია|პაროდირება]].
 
+
  
 +
კომპოზიციური თვალსაზრისით, შუაატიკური კომედია უფრო ერთსახოვანი იყო, ვიდრე [[ატიკური კომედია|ძველატიკური კომედია]]. მან უარი თქვა [[ქორო]]ს პარტიაზე, რომელთა გამოსვლები [[ინტერმედია]]დ იქცა და აღარ იყო დაკავშირებული მოქმედების მსვლელობასთან. შესაბამისად გაქრა [[ძველი ატიკური კომედია|ძველი ატიკური კომედიისათვის]] დამახასიათებელი ნაწილები – [[პაროდი]], [[პარაბასა]], [[აგონი]], [[ექსოდი]]. სამაგიეროდ გაიზარდა სამეტყველო ეპისოდიების მნიშვნელობა, სადაც დიდი ადგილი ეთმობოდა სამეტყველო რითმებს (იამბური ტრიმეტრები და ტროქეული ტეტრამეტრები, უფრო იშვიათად, [[ანაპესტი|ანაპესტები]]).
  
 +
შუაატიკური კომედიის ვერც ერთმა ნიმუშმა მთლიანი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია პოეტების სახელები (დაახლ. 50), სხვადასხვა ზომის ფრაგმენტები და პიესების დასახელებები (დაახლ. 700).
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]]
 
[[კატეგორია:კომედია]]
 
[[კატეგორია:კომედია]]
 +
[[კატეგორია:თეატრალური ჟანრი]]

მიმდინარე ცვლილება 14:34, 17 მაისი 2023 მდგომარეობით

შუაატიკური კომედია – ძველბერძნული კომედიის ნაირსახეობა. გავრცელებული იყო ათენში (IV ს. ძვ.წ.). პელოპონესის ომში დამარცხების შემდეგ (431-404 ძვ.წ.) შუაატიკურ კომედიაში საგრძნობლად შესუსტდა პოლიტიკური სატირის მასშტაბი. ნაცვლად ამისა, იგი ხშირად ამასხრებდა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებს (პლატონს და მის მიმდევრებს, პითაგორიელებს, კინიკიელებს და სხვ.). მისთვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიურობის ასახვა, მითოლოგიური ტრავესტის განხორციელება, მითების პაროდირება.

კომპოზიციური თვალსაზრისით, შუაატიკური კომედია უფრო ერთსახოვანი იყო, ვიდრე ძველატიკური კომედია. მან უარი თქვა ქოროს პარტიაზე, რომელთა გამოსვლები ინტერმედიად იქცა და აღარ იყო დაკავშირებული მოქმედების მსვლელობასთან. შესაბამისად გაქრა ძველი ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი ნაწილები – პაროდი, პარაბასა, აგონი, ექსოდი. სამაგიეროდ გაიზარდა სამეტყველო ეპისოდიების მნიშვნელობა, სადაც დიდი ადგილი ეთმობოდა სამეტყველო რითმებს (იამბური ტრიმეტრები და ტროქეული ტეტრამეტრები, უფრო იშვიათად, ანაპესტები).

შუაატიკური კომედიის ვერც ერთმა ნიმუშმა მთლიანი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია პოეტების სახელები (დაახლ. 50), სხვადასხვა ზომის ფრაგმენტები და პიესების დასახელებები (დაახლ. 700).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები