არიოსტო ლუდოვიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არიოსტო ლუდოვიკო''' – (1474-1533), იტალიელი პოეტი და დრამატურგი. მოღ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არიოსტო ლუდოვიკო“ გადაიტანა გვერდზე „ლუდოვიკო არიოსტო“)

15:08, 19 მაისი 2023-ის ვერსია

არიოსტო ლუდოვიკო – (1474-1533), იტალიელი პოეტი და დრამატურგი. მოღვაწეობა დაიწყო სასახლისკარის სპექტაკლების და ზეიმების ორგანიზატორად. 1508 წ. პლავტუსისა და ტერენციუსის მიბაძვით დაწერა კომედია „ზარდახში“, რითაც საფუძველი ჩაუყარა სწავლული კომედიის ჟანრს. მისი სარაინდო პოემა „მძვინვარე როლანდი“ მრავალგზის გადამუშავდა მრავალი ქვეყნის დრამატულ და საოპერო-საბალეტო თეატრებში. დაწერა პიესები: „შენაცვლებულნი ანტიასკეტური პიესა, კომედია „შავწიგნიერი’ სადაც გამასხრებული იყო არისტოკრატთა რწმენა მაგიისადმი; კომედიები „სტუდენტები“ და „მაჭანკალი“. მისმა შემოქმედებამ იტალიურ ნაციონალურ კომედიას განუსაზღვრა ორი მიმართულება – სატირული და გამრთობი.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები