ბერნარი სარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერნარი სარა“ გადაიტანა გვერდზე „სარა ბერნარი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''სარა ბერნარი''' (''ფრანგ.'' Sarah Bernhardt, 1844-1923), ფრანგი მსახიობი.  
 
'''სარა ბერნარი''' (''ფრანგ.'' Sarah Bernhardt, 1844-1923), ფრანგი მსახიობი.  
  
სარა ბერნარი დაიბადა 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში. სარას დედა - ივდითი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან იყო. იგი კურტიზანობით ირჩენდა თავს. სასიამოვნო გარეგნობა, გემოვნებით ჩაცმის უნარი უზრუნველყოფდა მას კომფორტულ არსებობას მდიდარი საყვარლების ხარჯზე. ქალიშვილის დაბადებამ ხელი შეუშალა ივდითის უდარდელ ცხოვრებას და ამიტომ სარა გაგზავნეს ბრეტანში, სადაც ის ძიძასთან ოთხ წლამდე ცხოვრობდა. იქ სარა დიდხანს დარჩებოდა, რომ არა უბედური შემთხვევა: ძიძამ სარა ინვალიდ ქმართან სახლში მარტო დატოვა, ბავშვი ბუხარს მიუახლოვდა და მის კაბას ცეცხლი წაეკიდა. გოგონა მეზობლებმა გადაარჩინეს. ივდითი ამ დროს საყვარელთნ ერთად ევროპაში მოგზაურობდა. ამ ამბავმა სარას დედა იძულებული გახადა ქალიშვილი ბრეტანიდან პარიზში ჩამოეყვანა.  
+
სარა ბერნარი დაიბადა 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში. სარას დედა - ივდითი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან იყო. იგი კურტიზანობით ირჩენდა თავს. სასიამოვნო გარეგნობა, გემოვნებით ჩაცმის უნარი უზრუნველყოფდა მას კომფორტულ არსებობას მდიდარი საყვარლების ხარჯზე. ქალიშვილის დაბადებამ ხელი შეუშალა ივდითის უდარდელ ცხოვრებას და ამიტომ სარა გაგზავნა ბრეტანში, სადაც ის ძიძასთან ოთხ წლამდე ცხოვრობდა. იქ სარა დიდხანს დარჩებოდა, რომ არა უბედური შემთხვევა: ძიძამ სარა ინვალიდ ქმართან სახლში მარტო დატოვა, ბავშვი [[ბუხარი|ბუხარს]] მიუახლოვდა და მის [[კაბა]]ს [[ცეცხლი]] წაეკიდა. გოგონა მეზობლებმა გადაარჩინეს. ივდითი ამ დროს საყვარელთნ ერთად [[ევროპა]]ში მოგზაურობდა. ამ ამბავმა სარას დედა იძულებული გახადა ქალიშვილი ბრეტანიდან პარიზში ჩამოეყვანა.  
  
 
1853 წელს სარა ბერნარი სწავლას გრანდშამპის პრივილეგირებულ სკოლაში განაგრძობს. სწავლის საფასურს დედის საყვარლი ჰერცოგი დე მორნი იხდის.  
 
1853 წელს სარა ბერნარი სწავლას გრანდშამპის პრივილეგირებულ სკოლაში განაგრძობს. სწავლის საფასურს დედის საყვარლი ჰერცოგი დე მორნი იხდის.  

მიმდინარე ცვლილება 15:23, 22 მაისი 2023 მდგომარეობით

სარა ბერნარი

სარა ბერნარი (ფრანგ. Sarah Bernhardt, 1844-1923), ფრანგი მსახიობი.

სარა ბერნარი დაიბადა 1844 წლის 22 ოქტომბერს პარიზში. სარას დედა - ივდითი წარმოშობით ებრაული ოჯახიდან იყო. იგი კურტიზანობით ირჩენდა თავს. სასიამოვნო გარეგნობა, გემოვნებით ჩაცმის უნარი უზრუნველყოფდა მას კომფორტულ არსებობას მდიდარი საყვარლების ხარჯზე. ქალიშვილის დაბადებამ ხელი შეუშალა ივდითის უდარდელ ცხოვრებას და ამიტომ სარა გაგზავნა ბრეტანში, სადაც ის ძიძასთან ოთხ წლამდე ცხოვრობდა. იქ სარა დიდხანს დარჩებოდა, რომ არა უბედური შემთხვევა: ძიძამ სარა ინვალიდ ქმართან სახლში მარტო დატოვა, ბავშვი ბუხარს მიუახლოვდა და მის კაბას ცეცხლი წაეკიდა. გოგონა მეზობლებმა გადაარჩინეს. ივდითი ამ დროს საყვარელთნ ერთად ევროპაში მოგზაურობდა. ამ ამბავმა სარას დედა იძულებული გახადა ქალიშვილი ბრეტანიდან პარიზში ჩამოეყვანა.

1853 წელს სარა ბერნარი სწავლას გრანდშამპის პრივილეგირებულ სკოლაში განაგრძობს. სწავლის საფასურს დედის საყვარლი ჰერცოგი დე მორნი იხდის.

ერთ დღეს, ახლო ნათესავების და მეგობრების რჩევით, დედამ გადაწყვიტა, რომ სარა რაც შეიძლება მალე უნდა გათხოვილიყო. ამის პასუხად გოგონამ ზეცისკენ აღაპყრო თვალები და დამსწრეებს პათეტიკურად გამოუცხადა, რომ მას ღმერთის მსახურება და მონაზვნობა სურდა. ჰერცოგმა მორნმა მართებულად შეაფასა ეს სცენა და სარას დედას ურჩია ქალიშვილი დრამატული ხელოვნების კონსერვატორიაში მიეყვანა სასწავლებდ. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა, სარას პირველი ვიზიტი Comédie Francaise-ში. მოგვიანებით იგი იხსენებს, თუ რა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე თეატრში სტუმრობამ - ფარდის აწევასთან ერთად მისი ცხოვრების ბედიც განისაზღვა.

პარიზის კონსერვატორიის დრამატული კლასის დამთავრების შემდეგ, 1862 წელს შედგა მისი დებიუტი „კომედი ფრანსეზში“. შემდგომ მოღვაწეობდა „ჟიმნაზის“, „პორტ-სენ-მარტენის“, „ოდეონის“ თეატრებში. გამოირჩეოდა ტექნიკური სრულყოფილებით, ჰქონდა ლამაზი ხმა, მკაფიო დიქცია, დახვეწილი პლასტიკა. მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიტაცა დეკადენტურმა მიმართულებებმა, საერთოდ მისტიციზმმა. დიდი კვალი დაამჩნია თავისი დროის მსოფლიო სამსახიობო ხელოვნებას.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები