ბომონტი ფრენსის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბომონტი ფრენსის“ გადაიტანა გვერდზე „ფრენსის ბომონტი“)

16:48, 22 მაისი 2023-ის ვერსია

ფრენსის ბომონტი

ფრენსის ბომონტი (ინგლ. Francis Beaumont, 1584 ან (86)-1616), ინგლისელი დრამატურგი. თეატრისთვის წერა დაიწყო დაახლლოებით 1607 წელს, ჯერ დამოუკიდებლად („ქალთმოძულე“), შემდეგ კი ჯ. ფლეტჩერთან თანაავტორობით. ერთად დაწერეს: „ანთებული ბუტკოს რაინდი“, „პეწენიკი“, „ფილასტერი“, „ქალიშვილის ტრაგედია“, „მეფე და არა მეფე“, „ოთხი პიესა ერთში“, „კუპიდონის შურისძიება“, „ქედმაღალი ქალი“.

ბომონტი და ფლეტჩერი პიესებს წერდნენ სხვადასხვა დრამატურგიულ ჟანრში (ტრაგედიისა და კომედიის ნაზავი, სისხლიანი დრამა, პაროდია და სხვ.). მათი პიესები გამოირჩევა მოქმედების დინამიკურობით, აღსავსეა დრამატული ეფექტებით, კომპოზიციის მრავალპლანიანობით.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები