კაინცი იოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოზეფ კაინცი“ გადაიტანა გვერდზე „კაინცი იოზეფ“ გადამისამართე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Iozef kaici.JPG|thumb|150პქ|იოზეფ კაინცი]]
 
'''იოზეფ კაინცი''' − (''გერმ.'' Josef Ignaz Kainz, 1858-1910), ავსტრიელი მსახიობი.  
 
'''იოზეფ კაინცი''' − (''გერმ.'' Josef Ignaz Kainz, 1858-1910), ავსტრიელი მსახიობი.  
  

მიმდინარე ცვლილება 13:52, 1 ივნისი 2023 მდგომარეობით

იოზეფ კაინცი

იოზეფ კაინცი − (გერმ. Josef Ignaz Kainz, 1858-1910), ავსტრიელი მსახიობი.

1878-80 წლებში იყო მეინინგენის თეატრის მსახიობი. 1880-83 წლებში მიუნხენის თეატრში თამაშობდა ახალგაზრდა გმირების როლებს კლასიკურ რეპერტუარში. მას არ გააჩნდა გმირის ამპლუის გარეგნული მონაცემები (ჰქონდა მოუხეშავი ფიგურა, არასაკმარისი სიმაღლე, გამხდარი, ნერვიული სახე), მაგრამ ყოველივე ამას ფარავდა მისი უნარი ღრმად ჩაწვდომოდა თავის რომანტიკულ გმირებს, გადმოეცა მათი ამაღლებული სწრაფვანი, კეთილშობილი ვნებები. იგი მთელი სრულყოფილებით დაეუფლა სცენურ მეტყველებას, რომლის შემწეობით შეეძლო აესახა პერსონაჟის სულიერი მოძრაობის მთელი მრავალფეროვნება. მასში თავმოყრილი იყო ღრმა ინტელექტი და ემოციურობა, ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მოხდენილი შესრულება. 1892-99 წწ. იგი ისევ გერმანულ თეატრშია. მაგრამ მისთვის უცხო აღმოჩნდა იმ დროის გერმანულ თეატრში კულტივირებული ნატურალისტური ტენდენციები. 1899 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ვენის „ბურგთეატრის მსახიობი“.



[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები