კინი ჩარლზ ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩარლზ ჯონ კინი“ გადაიტანა გვერდზე „კინი ჩარლზ ჯონ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კინი ჩარლზ ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჩარლზ ჯონ კინი“ გადამისამა...)

15:26, 1 ივნისი 2023-ის ვერსია

ჩარლზ ჯონ კინი – (1811-1868), ინგლისელი მსახიობი. ედმუნდ კინის შვილი. 1827 წელს, მამის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი ძალები მოსინჯა ვოდევილურ როლში. მას არ გააჩნდა მამის ემოციონალობა და ტემპერამენტი, მრავალფეროვანი მიმიკა, ჰქონდა ხრინწიანი ხმა. სამაგიეროდ ძალზედ მომხიბლავი იყო კომიკურ როლებში, რამაც სულ მალე მოუტანა პოპულარობა. 1850 წ. იგი სათავეში ჩაუდგა თეატრ „პრინსესს“, რომელიც იქცა არისტოკრატიული წრეების საყვარელ თეატრად. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა სპექტაკლების სადადგმო ნაწილს, მდიდრულ გაფორმებას და კოსტიუმებს. რეპერტუარი შედგენილი იყო ვოდევილების და შექსპირის პიესებზე დაყრდნობით. 1859 წ. უსახსრობის გამო, მან დატოვა თეატრი და მოაწყო გასტროლები ავსტრალიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები