კრომელინკი ფერნან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფერნან კრომელინკი''' − (''ფრანგ''. Fernand Crommelynck, 1888-1970), ბელგიელი დრამატ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფერნან კრომელინკი“ გადაიტანა გვერდზე „კრომელინკი ფერნან“ გად...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 11:42, 2 ივნისი 2023 მდგომარეობით
ფერნან კრომელინკი − (ფრანგ. Fernand Crommelynck, 1888-1970), ბელგიელი დრამატურგი. პირველი პიესები „ჩვენ აღარ წავალთ ტყეში“, „ნიღბების მძერწავი“ – დაწერილია სიმბოლიზმის გავლენით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „დიდსულოვანი რქადადგმული ქმარი“. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სატირულმა გროტესკმა „ოქროჭამია“. მეტ-ნაკლები წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „მოჩვენებითი საყვარლები“, „სიცხე და სიცივე“, „ქალი პატარა გულით“ (და სხვ.).