მისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:მისტიკა]]
+
[[კატეგორია:ტერმინები]]

15:30, 11 მაისი 2017-ის ვერსია

მისტიკა - (ბერძ. „მისტიკოს“ - იდუმალი) იდუმალი, ზებუნებრივი, ზეგრძნობადი და ზეგონიერი ძალების რწმენა.

ჩვეულებრივ აღნიშნავს ღმერთთან პირდაპირი კავშირის ჭეშმარიტ თუ ამგვარად წარმოდგენილ ნებისმიერ გამოცდილებას, რომელსაც ახასიათებს შინაგანი სიღრმე, უშუალოობა და გამოუთქმელობა. მას შეიძლება ახლდეს მეტ-ნაკლებად შთამბეჭდავი მოვლენები (რომელთაც ხანდახან „პარამისტიკულს“ უწოდებენ). ესენია ექსტაზი, ხილვები, ლევიტაცია, სტიგმატები... ასკეტიზმი არის „წვრთნა“, ვნებათაგან განწმედის შინაგანი სამუშაო, ხოლო მისტიკა კი ჭვრეტითი სწრაფვაა, რომელიც ღმრთაებრივი ნათლის ხილვამდე ამაღლდება (ევაგრე პონტოელი).

მისტიკურ კავშირში ქრისტიანული გადმოცემა გულისხმობს ქრისტეს გზით ღმერთთან კავშირის გამოცდილებას: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ (გალ. 2:20), ან „მე და მამა ერთი ვართ“ (იოან. 10:30). ეს გამოცდილება რწმენაში შეიგრძნობა, როგორც მთელი ყოფნის მომცველი სინამდვილე. ამას ადასტურებს ედით შტაინის მიმართვა ღმრთის მიმართ: „შენ უფრო ახლოს ხარ ჩემთან, ვიდრე მე თავად; ჩემს შინაგან სამყაროზე უფრო ახლობელი ხარ ჩემთვის და მაინც მიუწვდომელი და გაუგებარი ხარ“.


წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • ეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები