მისტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მისტიკა - მისტიკა – (ბერძნ. mistikos – იდუმალი) – მიღმიერი რეალობის, ირაციონალურის, პარადოქსულის, ზებუნებრივის უშუალო, ინტუიციური წვდომა.

მისტიკური განცდა წარმოიშობა როგორც მოულოდნელად (უკიდურესად დრამატულ ან უჩვეულო სიტუაციაში), ისე მიზანმიმართული ქმედების დროს (მაგ. რელიგიური მედიტაციის და ექსტაზის მდგომარეობაში, შემოქმედებითი ექსტაზის, ზეშთაგონების პირობებში). მისტიკური განცდა ყველა შემთხვევაში განიხილება როგორც აბსოლუტთან შერწყმის პროცესი. თეიზმის ორთოდოქსალურ სისტემაში (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მისტიკური წვდომა ხორციელდება სიტყვიერი ფორმით, არათეისტურში (დაოსიზმი, ბუდიზმი, ნეოპლატონიზმი) – უსიტყვოდ, მხოლოდ თვითჩაღრმავების და მედიტაციის გზით.

თეატრალურ ხელოვნებაში მისტიკა მიჩნეულია შთაგონების უმთავრეს წყაროდ. მისი უმაღლესი ფორმაა ზეშთაგონება (ზეცნობიერი შემოქმედება). მისტიკამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა სიმბოლისტურ და მოდერნისტულ მიმდინარეობებში.

მ. გეგია



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები