შექსპირი უილიამ
(ახალი გვერდი: უილიამ შექსპირი '''უილიამ შექსპირი''' − (1564-1616)...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შექსპირი უილიამ“ გადაიტანა გვერდზე „უილიამ შექსპირი“) |
16:01, 9 ივნისი 2023-ის ვერსია
უილიამ შექსპირი − (1564-1616), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, 37 დრამატული თხზულების ავტორი.
სარწმუნო ვარაუდით, XVI საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გახდა პროფესიონალი მსახიობი. 1590 წ. შედგა მისი როგორც დრამატურგის დებიუტი. 1594 წელს შევიდა დასში „ლორდ-კამერგერის მსახურები“. იყო ამ დასის ერთ-ერთი მეწილე. 1599 წლიდან ხდება თეატრ „გლობუსის“ თანამფლობელი. სცენაზე იგი თამაშობდა 1603 წლამდე (ამის შემდეგ მისი სცენაზე ყოფნა აღარ არის ფიქსირებული), მაგრამ დრამატურგიული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. პიესებს იგი წერდა 1613 წლამდე. მისი შემოქმედება იყოფა 4 პერიოდად. I პერიოდი (1590-94): საწყის პერიოდში იგი მისდევს თავის წინამორბედებს, განსაკუთრებით ქ. მარლოს და თ. კიდს. იგი ქმნის ისტორიულ დრამებს „ალისფერი და თეთრი ვარდის ომის“ დროინდელ სიუჟეტებზე – „ჰენრიხ VI“ და „რიჩარდ III“ ქმნის კომედიებს: „შეცდომების კომედია“, „ჭირვეულის მორჯულება“. ტრაგედია ძველრომაულ სიუჟეტზე „ტიტუს ანდრონიკუსი“.
შესვლა ლორდ-კამერგერის მსახურთა დასში ემთხვევა მისი შემოქმედების II პერიოდს (1595-1600). იგი წერს ტრაგედიასთან მიახლოებულ ისტორიულ პიესა-ქრონიკებს „რიჩარდ II“, „მეფე ჯონი“; რომანტიკულ კომედიებს „ორი ვერონელი“, „სიყვარულის უნაყოფო ძალისხმევა“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ვენეციელი ვაჭარი“; ტრაგედიას „რომეო და ჯულიეტა“; კომედიასთან მიახლოებული ქრონიკებია: „ჰენრიხ IV“, „ჰენრიხ V“. მეორე პერიოდი აღინიშნა ასევე მისი კომედიების გაფურჩქვნის ხანად: „აურზაური არაფრის გამო“, „ვინძორელი ცელქი ქალები“, „როგორც მოგეწონებათ“, „მეთორმეტე ღამე“.
III პერიოდი (1600-08): ტრაგედიები „იულიუს კეისარი“, „ჰამლეტი“; პრობლემური პიესები: „ტროილი და კრესიდა“, „დაბოლოება – საქმის გვირგვინია“, „ზომა ზომის წილ“; ტრაგედიის მწვერვალები: „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“; ანტიკური ტრაგედიის თემატიკა: „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „კორიოლანი“, „ტიმონ ათენელი“.
IV პერიოდი (1609-13): რომანტიკული ტრაგიკომედიები „პერიკლე“, „ციმბელინი“, „ზამთრის ზღაპარი“ „ქარიშხალი“ გვიანდელი ქრონიკა „ჰენრიხ VIII”.
იგი აღიარებულია ყველა დროისა და ხალხების უდიდესს დრამატურგად.