ყულარაღასი
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ქართულ სამოხელეო ინსტიტუტში ყულარაღასი სახელოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. „დასტურლამალის“ მიხედვით, ყულარაღასის ძირითად მოვალეობას მეფის დაცვა შეადგენდა. მის განკარგულებაში იყო მეთოფეთა სამი [[რაზმი (სამხედრო)|რაზმი]]. ყულარაღასი სასახლის დიდმოხელედ ითვლებოდა და სამეფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. | ქართულ სამოხელეო ინსტიტუტში ყულარაღასი სახელოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. „დასტურლამალის“ მიხედვით, ყულარაღასის ძირითად მოვალეობას მეფის დაცვა შეადგენდა. მის განკარგულებაში იყო მეთოფეთა სამი [[რაზმი (სამხედრო)|რაზმი]]. ყულარაღასი სასახლის დიდმოხელედ ითვლებოდა და სამეფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. | ||
− | ქართველ მეფეებს უშუალოდ არ მიუწვდებოდათ ხელი ფეოდალთა ჯარებზე, ამიტომ ისინი ცდილობდნენ მუდმივი ჯარის შექმნას, რომელიც უშუალოდ მეფეს დაემორჩილებოდა. მეფის ხელისუფლების სიმტკიცე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოცულობისა და შემადგენლობის შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. XVII ს-ის დასასრულს ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება [[ღულამები (სამხედრო ტერმინი)|ღულამ]]-ყულარაღასის თანამდებობა. ვახტანგ VI-ის (ჯანეშინი - 1703-1714; [[ქართლი]]ს მეფე - 1716-1724) პირად დაცვას „მცველთა ჯარი“ ეწოდებოდა. იგი მეთოფეთა სამი ორმოცკაციანი რაზმისაგან შედგებოდა, რომლებსაც [[უზბაში|უზბაშები]] ედგნენ სათავეში, ხოლო ყველას ერთად ყულარაღასი [[სარდლობა|სარდლობდა]]. ეს ჯარი ვახტანგ VI-ის ერთგული თავადიშვილების, აზნაურიშვილებისა და მსახურებისაგან შედგებოდა, რომლებიც მუდმივად ახლდნენ ვახტანგს. ისინი ხელფასს მეფის ხაზინიდან იღებდნენ, ხოლო ყულარაღასს ხელფასის ნაცვლად გადაეცემოდა სოფელი, საიდანაც აღებული გადასახადი მის პირად შემოსავალს წარმოადგენდა. | + | ქართველ მეფეებს უშუალოდ არ მიუწვდებოდათ ხელი ფეოდალთა ჯარებზე, ამიტომ ისინი ცდილობდნენ მუდმივი ჯარის შექმნას, რომელიც უშუალოდ მეფეს დაემორჩილებოდა. მეფის ხელისუფლების სიმტკიცე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოცულობისა და შემადგენლობის შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. XVII ს-ის დასასრულს ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება [[ღულამები (სამხედრო ტერმინი)|ღულამ]]-ყულარაღასის თანამდებობა. [[ვახტანგ VI]]-ის (ჯანეშინი - 1703-1714; [[ქართლი]]ს მეფე - 1716-1724) პირად დაცვას „მცველთა ჯარი“ ეწოდებოდა. იგი მეთოფეთა სამი ორმოცკაციანი რაზმისაგან შედგებოდა, რომლებსაც [[უზბაში|უზბაშები]] ედგნენ სათავეში, ხოლო ყველას ერთად ყულარაღასი [[სარდლობა|სარდლობდა]]. ეს ჯარი ვახტანგ VI-ის ერთგული თავადიშვილების, აზნაურიშვილებისა და მსახურებისაგან შედგებოდა, რომლებიც მუდმივად ახლდნენ ვახტანგს. ისინი ხელფასს მეფის ხაზინიდან იღებდნენ, ხოლო ყულარაღასს ხელფასის ნაცვლად გადაეცემოდა სოფელი, საიდანაც აღებული [[გადასახადი]] მის პირად შემოსავალს წარმოადგენდა. |
„დასტურლამალის“ მიხედვით კი, ყულარაღასის ჯამაგირი 12 თუმანს შეადგენდა. ყულარაღასს თავის ხელქვეითებთან მიმართებაში სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. ფეოდალები ცდილობდნენ თავიანთი შვილები მეფის ან ბატონიშვილების „ყულებად“ მოეწყოთ. დიდი სამეფო მეჯლისის დროს ყულარაღასი [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშთან]] ერთად მეფის უკან დგებოდა. „დასტურლამალში“ დასახელებულია ყულარაღასი ქაიხოსრო ამირეჯიბი. ქართული და ქართულ-სპარსული [[ორენოვანი]] ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ყულარაღასს შეიძლებოდა სხვა თანამდებობაც ჰქონოდა დაკავებული. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ყულარაღასმა დაკარგა თავისი რეალური მნიშვნელობა. მეფის დაცვის ფუნქცია ამავე პერიოდში შექმნილ [[ქეშიქჩიბაში|ქეშიქჩიბაშის]] სახელოზე გადავიდა. | „დასტურლამალის“ მიხედვით კი, ყულარაღასის ჯამაგირი 12 თუმანს შეადგენდა. ყულარაღასს თავის ხელქვეითებთან მიმართებაში სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. ფეოდალები ცდილობდნენ თავიანთი შვილები მეფის ან ბატონიშვილების „ყულებად“ მოეწყოთ. დიდი სამეფო მეჯლისის დროს ყულარაღასი [[ყორჩიბაში|ყორჩიბაშთან]] ერთად მეფის უკან დგებოდა. „დასტურლამალში“ დასახელებულია ყულარაღასი ქაიხოსრო ამირეჯიბი. ქართული და ქართულ-სპარსული [[ორენოვანი]] ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ყულარაღასს შეიძლებოდა სხვა თანამდებობაც ჰქონოდა დაკავებული. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ყულარაღასმა დაკარგა თავისი რეალური მნიშვნელობა. მეფის დაცვის ფუნქცია ამავე პერიოდში შექმნილ [[ქეშიქჩიბაში|ქეშიქჩიბაშის]] სახელოზე გადავიდა. | ||
ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] |
მიმდინარე ცვლილება 15:51, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ყულარაღასი - (თურქ-სპარს. qulār āqāsi - ყულის ჯარის, მეფის მცველების უფროსი); მეფის პირადი დაცვის ხელმძღვანელი, მეფის მცველ მეთოფეთა უფროსი გვიანფეოდალურ საქართველოში.
ეს სახელო პირველად შეიქმნა სეფიანთა ირანში შაჰ აბას I-ის (1587-1929 წწ.) დროს, წარმოადგენდა შაჰის პირად დაცვას. ყულის (შაჰის მონები) ჯარში მსახურობდნენ ქართველი, სომეხი და ჩერქეზი ახალგაზრდები, რომლებიც ირანის შაჰის მონებად (აქ: მსახური) ითვლებოდნენ. მანამდე, გაცილებით ადრე, ანალოგიური ტიპის სამსახური საქართველოში დავით აღმაშენებელმა (1089-1125) შექმნა და მას მონა-სპა ეწოდებოდა, ანუ ყულის ჯარი და მონა-სპა თვისობრივად ერთნაირი დანიშნულების სამსახურს წარმოადგენდა.
ქართულ სამოხელეო ინსტიტუტში ყულარაღასი სახელოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. „დასტურლამალის“ მიხედვით, ყულარაღასის ძირითად მოვალეობას მეფის დაცვა შეადგენდა. მის განკარგულებაში იყო მეთოფეთა სამი რაზმი. ყულარაღასი სასახლის დიდმოხელედ ითვლებოდა და სამეფოს მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ქართველ მეფეებს უშუალოდ არ მიუწვდებოდათ ხელი ფეოდალთა ჯარებზე, ამიტომ ისინი ცდილობდნენ მუდმივი ჯარის შექმნას, რომელიც უშუალოდ მეფეს დაემორჩილებოდა. მეფის ხელისუფლების სიმტკიცე პირდაპირ იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოცულობისა და შემადგენლობის შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. XVII ს-ის დასასრულს ქართულ-სპარსულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ღულამ-ყულარაღასის თანამდებობა. ვახტანგ VI-ის (ჯანეშინი - 1703-1714; ქართლის მეფე - 1716-1724) პირად დაცვას „მცველთა ჯარი“ ეწოდებოდა. იგი მეთოფეთა სამი ორმოცკაციანი რაზმისაგან შედგებოდა, რომლებსაც უზბაშები ედგნენ სათავეში, ხოლო ყველას ერთად ყულარაღასი სარდლობდა. ეს ჯარი ვახტანგ VI-ის ერთგული თავადიშვილების, აზნაურიშვილებისა და მსახურებისაგან შედგებოდა, რომლებიც მუდმივად ახლდნენ ვახტანგს. ისინი ხელფასს მეფის ხაზინიდან იღებდნენ, ხოლო ყულარაღასს ხელფასის ნაცვლად გადაეცემოდა სოფელი, საიდანაც აღებული გადასახადი მის პირად შემოსავალს წარმოადგენდა.
„დასტურლამალის“ მიხედვით კი, ყულარაღასის ჯამაგირი 12 თუმანს შეადგენდა. ყულარაღასს თავის ხელქვეითებთან მიმართებაში სასამართლო ფუნქციაც ჰქონდა. ფეოდალები ცდილობდნენ თავიანთი შვილები მეფის ან ბატონიშვილების „ყულებად“ მოეწყოთ. დიდი სამეფო მეჯლისის დროს ყულარაღასი ყორჩიბაშთან ერთად მეფის უკან დგებოდა. „დასტურლამალში“ დასახელებულია ყულარაღასი ქაიხოსრო ამირეჯიბი. ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ყულარაღასს შეიძლებოდა სხვა თანამდებობაც ჰქონოდა დაკავებული. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ყულარაღასმა დაკარგა თავისი რეალური მნიშვნელობა. მეფის დაცვის ფუნქცია ამავე პერიოდში შექმნილ ქეშიქჩიბაშის სახელოზე გადავიდა.
[რედაქტირება] ყულარაღასები. XVII-XVIII სს. ქართლი
- ზურაბ-ბეგ - ყულარაღასი 1664 წ.
- ორბელიშვილი ლუარსაბ/ლევარსაბ-ბეგ - სარდალი, სახლთუხუცესი 1690*1695 წწ. ყ. 1692-1700 წწ.
- ამირეჯიბი ქაიხოსრო - ყულარაღასი XVIII ს-ის დასაწყისი. გიორგი ქსნის ერისთვისშვილი - ყ. 1700 წ.
- პაატა-ბეგ - ყულარაღასი 1705წ.
- ერისთავი იესე - შანშე ქსნის ერისთავის ძმა, ყულარაღასი 1736-1739 წწ.
- ამირეჯიბი გაბელ - ყულარაღასი 1736-1743 წწ.
- გიორგი - ყულარაღასი 1742 წ.
- ამილახორი გივი - სარდალი, შაჰის ყულარაღასი, თბილისის მოურავი, 1752 წ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
სურგულაძე 1952: 289-292; გაბაშვილი 1942: 159-206.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში