ავტომატიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
+ | |||
+ | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
[[კატეგორია:ავტომატიზაცია]] | [[კატეგორია:ავტომატიზაცია]] |
17:11, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
ავტომატიზაცია – (ბერძნ. αυτοματοζ – თვითმოქმედი)
1) საქმიანობა, მიმართული შრომით პროცესიდან ადამიანის ნაწილობრივ ან სრულ გამორიცხვაზე, მისი ფუნქციის გადაცემით სპეციალურად შექმნილი მანქანების – ავტომატებისადმი.
2) სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინა, რომელიც შეიმუშავებს და შეისწავლის ასეთი საქმიანობის მეთოდებს, საშუალებებს და ხერხებს.
ავტომატიზაცია აუცილებელი საფეხურია საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებისათვის, რომელიც მექანიზაციის კვალდაკვალ მიდის მანქანებისა და მექანიზმების შექმნით; ეს კი ადამიანის მართვით ენერგიის, ნედლეულის და ნახევარპროდუქტების სხვადასხვა სახეს გარდაქმნის მატერიალური წარმოების საგნებად.
ავტომატიზაციის ობიექტი ხდება არა მარტო მატერიალური წარმოება, არამედ ადამიანის გონებრივი და შემოქმედებითი სფერო.