ვენის კლასიკური სკოლა
(→წყარო) |
|||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | * [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
− | * მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | * [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია: მუსიკალური მიმართულებები]] | [[კატეგორია: მუსიკალური მიმართულებები]] | ||
[[კატეგორია: მუსიკის თეორია]] | [[კატეგორია: მუსიკის თეორია]] | ||
[[კატეგორია: მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია: მუსიკალური ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:16, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ვენის კლასიკური სკოლა - შემოქმედებითი მიმართულება, რომელიც განმანათლებლური იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბდა ავსტრიაში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის I მეოთხედში. მას მიეკუთვნებიან დიდი კომპოზიტორები ი. ჰაიდნი, ვ. მოცარტი და ლ. ბეთჰოვენი. ამ სკოლასთან იყო დაკავშირებული ქ. გლიუკის შემოქმედებაც, რომელმაც სწორედ ვენაში მისცა დასაბამი თავის საოპერო რეფორმას. ვენის კლასიკური სკოლის უმთავრესი მუს. სათავეებს შორის – ხალხური მუსიკაა, კერძოდ, „ვენის მუს. ფოლკლორი“. სინამდვილის რეალისტურად ასახვა, ნათელი ოპტიმიზმი, ჰუმანიზმი და დემოკრატიულობა ის საერთო ნიშნებია, რომლებიც განსხვავებული შემოქმედებითი ინდივიდუალობის მიუხედავად, აერთიანებს ვენის კლასიკოსებს. ვენის კლასიკური სკოლის ხელოვნებაში საბოლოოდ ყალიბდება კლასიკური სიმფონიის, სონატის, კონცერტის, კვარტეტის ჟანრები, კლასიკური სონატური და ვარიაციული ფორმები, საოპერო და სიმფონიური ორკესტრის ახალი ეტაპი. ხდება საოპერო ჟანრის რეფორმა. ვენის კლასიკურ სკოლამ მთელი ეპოქა შექმნა მუსიკის ისტორიაში.