ვენის კლასიკური სკოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვენის კლასიკური სკოლა - შემოქმედებითი მიმართულება, რომელიც განმანათლებლური იდეების ზეგავლენით ჩამოყალიბდა ავსტრიაში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის I მეოთხედში. მას მიეკუთვნებიან დიდი კომპოზიტორები ი. ჰაიდნი, ვ. მოცარტი და ლ. ბეთჰოვენი. ამ სკოლასთან იყო დაკავშირებული ქ. გლიუკის შემოქმედებაც, რომელმაც სწორედ ვენაში მისცა დასაბამი თავის საოპერო რეფორმას. ვენის კლასიკური სკოლის უმთავრესი მუს. სათავეებს შორის – ხალხური მუსიკაა, კერძოდ, „ვენის მუს. ფოლკლორი“. სინამდვილის რეალისტურად ასახვა, ნათელი ოპტიმიზმი, ჰუმანიზმი და დემოკრატიულობა ის საერთო ნიშნებია, რომლებიც განსხვავებული შემოქმედებითი ინდივიდუალობის მიუხედავად, აერთიანებს ვენის კლასიკოსებს. ვენის კლასიკური სკოლის ხელოვნებაში საბოლოოდ ყალიბდება კლასიკური სიმფონიის, სონატის, კონცერტის, კვარტეტის ჟანრები, კლასიკური სონატური და ვარიაციული ფორმები, საოპერო და სიმფონიური ორკესტრის ახალი ეტაპი. ხდება საოპერო ჟანრის რეფორმა. ვენის კლასიკურ სკოლამ მთელი ეპოქა შექმნა მუსიკის ისტორიაში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები