გნოსტიციზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გნოსისი (გნოსტიციზმი)''' - (ეტიმ. ბერძ. gnostikós, ზედსართავის ფორმა სახელიდან gnósis „შემეცნება“)  ფართო მოძრაობა, რომელიც ფილოსოფიურ, თეოსოფიურ, მისტიკურ, რელიგიურ და სხვა ელემენტებს მოიცავს.  
+
'''გნოსისი (გნოსტიციზმი)''' - (ეტიმ. ბერძ. gnostikós, ზედსართავის ფორმა სახელიდან gnósis „შემეცნება“)  ფართო მოძრაობა, რომელიც ფილოსოფიურ, თეოსოფიურ, [[მისტიკა|მისტიკურ]], [[რელიგია|რელიგიურ]] და სხვა ელემენტებს მოიცავს.  
  
წარმოშობით ქრისტიანობამდელი ეს მოძრაობა ქრისტიანულ ხანაში ერესად ჩამოყალიბდა, როგორც მცდელობა, იმისა, რომ მკაცრად სუბიექტური ხედვით ხსნა დაყვანილ იქნას ადამიანის – სამყაროში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკლის – გადარჩენამდე გნოსისის მეშვეობით, რაცაა შემეცნება ადამიანის ნამდვილი ზეციური არსებისა და გადამრჩენელ-გამომცხადებლის მიერ მისთვის დასახული გზისა. 1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი. (''პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი'')
+
წარმოშობით [[ქრისტიანობა|ქრისტიანობამდელი]] ეს მოძრაობა ქრისტიანულ ხანაში [[ერესი|ერესად]] ჩამოყალიბდა, როგორც მცდელობა, იმისა, რომ მკაცრად სუბიექტური ხედვით ხსნა დაყვანილ იქნას ადამიანის – სამყაროში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკლის – გადარჩენამდე გნოსისის მეშვეობით, რაცაა შემეცნება ადამიანის ნამდვილი ზეციური არსებისა და გადამრჩენელ-გამომცხადებლის მიერ მისთვის დასახული გზისა. 1946 წელს ნაგ ჰამადიში ([[ეგვიპტე]]) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი. (''პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი'')
  
გნოსტიკოსებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ: სიმონიანელები, ნიკოლაიტები, მენანდრელები, კერინთოსიანელები, დოსითესიანელები, დოკეტისტები, კარპროკრატიანელები, მარკიონიტები, ვალენტინელები, ებიონიტები, სატურნინელები და სხ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.
+
გნოსტიკოსებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ:  
  
გნოსტიკოსები თავიანთ თავს ჭეშმარიტ და ერთადერთ ქრისტიანებად რაცხდნენ, თუმცა მათი მოძღვრება წარმოადგენდა მრავალპლასტოვან კონგლომერატს, - წარმართობის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავს, სადაც სახარების ფაქტები და სწავლებანი ერწყმოდა ელინურ-ბაბილონურ მითებსა თუ ფილოსოფიურ თვალსაზრისებს.
+
* სიმონიანელები, 
 +
* ნიკოლაიტები, 
 +
* მენანდრელები, 
 +
* კერინთოსიანელები, 
 +
* დოსითესიანელები, 
 +
* დოკეტისტები, 
 +
* კარპროკრატიანელები, 
 +
* მარკიონიტები, 
 +
* ვალენტინელები, 
 +
* ებიონიტები, 
 +
* სატურნინელები და სხ.
 +
 
 +
სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია [[ერესიარქი|ერესიარქების]] ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.
 +
 
 +
გნოსტიკოსები თავიანთ თავს ჭეშმარიტ და ერთადერთ ქრისტიანებად რაცხდნენ, თუმცა მათი მოძღვრება წარმოადგენდა მრავალპლასტოვან კონგლომერატს, - წარმართობის, [[იუდაიზმი|იუდაიზმისა]] და ქრისტიანობის ნაზავს, სადაც [[სახარება|სახარების]] ფაქტები და სწავლებანი ერწყმოდა ელინურ-ბაბილონურ მითებსა თუ ფილოსოფიურ თვალსაზრისებს.
  
ჩამოთვლილ ჯგუფებს ბევრი რამ აშორებდა ერთმანეთისაგან, მაგრამ ჰქონდათ საერთოც, სპეციფიკური, რასაც ვ. სოლოვიოვი დაახლოებით ასე გადმოსცემს:
 
ხაზი 11: ხაზი 25:
 
მატერია და მატერიალური სამყარო, რომელიც შექმნილია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ, არის ბოროტება. წუთისოფელი და მისი ყოველი მსახური განწირულია. მხოლოდ რჩეულებს ეღირსებათ ხსნა და საუკუნო ცხოვრება. ესენი არიან სულიერი პიროვნებები - პნევმატიკოსები, რომლებიც დასაბამიდანვე და ბუნებითად ეკუთვნიან საღვთო წიაღს, რადგან ჩანასახშივე ფლობენ ციურ ელემენტს. ისინი მსოფლიო ქაოსიდან დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ სამშობლოს მრთელნი და უვნებელნი, ყოველგვარი ნადავლის გარეშე. არაფერი მდარე არ ამაღლდება, არაფერი ბნელი არ განათლდება, ხორციელი და მშვინვიერი არ გასულიერდება. მაშასადამე, ხორციელი და მშვინვიერი ადამიანები (თუნდაც მორწმუნეები) ვერ ცხონდებიან. მათი მომავალი წყვდიადი და არარაობაა. ცხონდებიან მხოლოდ პნევმატიკოსი გნოსტიკოსები ანუ სულიერი შემმეცნებლები.
 
გნოსტიკოსები არღვევდნენ სამების დოგმატს და ასხვავებდნენ ღმერთს ქვეყნის შემოქმედისაგან, რაც ნიშნავს, რომ სამყარო შეიქმნა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. ამ დანაშაულის გამოსასწორებლად ღმერთი დაემსგავსა ადამიანს და გახდა მოჩვენებითი კაცი. ესაა დოკეტიზმი, რომლის თანახმადაც მაცხოვარი იესო ქრისტე არც სრული ღმერთია და არც სრული კაცი: იგი მოჩვენებითია. მისი მობრძანებით ქვეყანას არა თუ შეემატა რამე, არამედ დააკლდა, რადგან წარიყვანს პნევმატიკოსთა ოჯახს, რომლის წევრები მიმოფანტული არიან სხვადასხვა ტომში. ცხადია, აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან, რომელთა სამომავლო ბედნიერება, მათივე პიროვნების გამორჩეულობის გამო, გარანტირებულია.
+
გნოსტიკოსები არღვევდნენ [[სამება|სამების]] [[დოგმა|დოგმატს]] და ასხვავებდნენ [[ღმერთი|ღმერთს]] ქვეყნის შემოქმედისაგან, რაც ნიშნავს, რომ სამყარო შეიქმნა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. ამ დანაშაულის გამოსასწორებლად ღმერთი დაემსგავსა ადამიანს და გახდა მოჩვენებითი კაცი. ესაა [[დოკეტიზმი]], რომლის თანახმადაც მაცხოვარი [[იესო ქრისტე]] არც სრული ღმერთია და არც სრული კაცი: იგი მოჩვენებითია. მისი მობრძანებით ქვეყანას არა თუ შეემატა რამე, არამედ დააკლდა, რადგან წარიყვანს პნევმატიკოსთა ოჯახს, რომლის წევრები მიმოფანტული არიან სხვადასხვა ტომში. ცხადია, აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან, რომელთა სამომავლო ბედნიერება, მათივე პიროვნების გამორჩეულობის გამო, გარანტირებულია.
  
თავისებურია გნოსტიკოსების დამოკიდებულება ბიბლიასთან. ისინი მკვეთრ ზღვარს დებდნენ ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ძველი აღთქმის ღმერთს - იაჰვეს - სახავდნენ ბოროტ ძალად, ბოროტ შემოქმედად ანუ ბოროტ დემიურგად, რომელიც დაამარცხა იესო ქრისტემ.
+
თავისებურია გნოსტიკოსების დამოკიდებულება [[ბიბლია|ბიბლიასთან]]. ისინი მკვეთრ ზღვარს დებდნენ ძველსა და [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმას]] შორის. [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] ღმერთს - [[იაჰვე|იაჰვეს]] - სახავდნენ ბოროტ ძალად, ბოროტ შემოქმედად ანუ ბოროტ დემიურგად, რომელიც დაამარცხა იესო ქრისტემ.
  
თავდაპირველად უზენაესი სიკეთე არსებობდა, რომლის წიაღიდან იშვა მდედრული ძალა. ამ ორი საწყისისაგან - უზენაესისა და მდედრული ძალისაგან - განხორციელდა შობათა სერია, შეიქმნა მრავალი სულიერი არსება, შეიძლება ითქვას - ციური იერარქია.
 
ხაზი 21: ხაზი 35:
 
ამ ნაპერწკალის საღვთო წიაღისაგან განშორებამ მთელი ზეციური სისავსის (რომელიც უკვე აღარაა სისავსე), ყველა ზეციური ძალის ტანჯვა გამოიწვია. რადგან დაირღვა სისავსე, ზეციური ძალები ცდილობენ დასაბამიერი სრულყოფილების აღდგენას. მათ საპირისპიროდ იალდაბაოთი ქმნის ადამს, შემდეგ კი - ევას, რომ ზეციური სისავსისაგან მოწყვეტილი ნაპერწკალი მათში გადამალოს და ამ გზით შეინარჩუნოს იგი. თავად კი იბატონოს და იმეფოს საკუთარ ქმნილებებზე. სახელდობრ - ადამიანზე.
 
იწყება ომი ორ ზეციურ ძალას - უზენაეს არსსა და იალდაბაოთს - შორის.
+
იწყება [[ომი]] ორ ზეციურ ძალას - უზენაეს არსსა და იალდაბაოთს - შორის.
  
სოფია გველის სახით დედამიწაზე მოციქულს მოავლენს, როიმ გამოფხიზლდნენ ადამი და ევა და გაიცნობიერონ მათში არსებული საღვთო ნაპერწკლის სიდიადე. იალდაბაოთი მყისვე გამოდევნის ჩვენს წინაპრებს სამოთხიდან და ხელს შეუწყობს მათ ხორციელ გამრავლებას, რომ ამ გზით დაანაწევროს საღმრთო ნაპერწკალი და გაფანტოს იგი სხვადასხვა ადამიანში.
 
ხაზი 37: ხაზი 51:
  
== წყარო ==
 
== წყარო ==
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
* პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
+
* [[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]]
  
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
[[კატეგორია:მოძღვრებები]]
+
[[კატეგორია:ქრისტიანული მოძღვრებები]]
 +
[[კატეგორია:ქრისტიანული ერესი]]
 +
[[კატეგორია:გნოსტიციზმი]]

მიმდინარე ცვლილება 22:38, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

გნოსისი (გნოსტიციზმი) - (ეტიმ. ბერძ. gnostikós, ზედსართავის ფორმა სახელიდან gnósis „შემეცნება“) ფართო მოძრაობა, რომელიც ფილოსოფიურ, თეოსოფიურ, მისტიკურ, რელიგიურ და სხვა ელემენტებს მოიცავს.

წარმოშობით ქრისტიანობამდელი ეს მოძრაობა ქრისტიანულ ხანაში ერესად ჩამოყალიბდა, როგორც მცდელობა, იმისა, რომ მკაცრად სუბიექტური ხედვით ხსნა დაყვანილ იქნას ადამიანის – სამყაროში არსებული ღმრთაებრივი ნაპერწკლის – გადარჩენამდე გნოსისის მეშვეობით, რაცაა შემეცნება ადამიანის ნამდვილი ზეციური არსებისა და გადამრჩენელ-გამომცხადებლის მიერ მისთვის დასახული გზისა. 1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი. (პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი)

გნოსტიკოსებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ:

  • სიმონიანელები,
  • ნიკოლაიტები,
  • მენანდრელები,
  • კერინთოსიანელები,
  • დოსითესიანელები,
  • დოკეტისტები,
  • კარპროკრატიანელები,
  • მარკიონიტები,
  • ვალენტინელები,
  • ებიონიტები,
  • სატურნინელები და სხ.

სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.

გნოსტიკოსები თავიანთ თავს ჭეშმარიტ და ერთადერთ ქრისტიანებად რაცხდნენ, თუმცა მათი მოძღვრება წარმოადგენდა მრავალპლასტოვან კონგლომერატს, - წარმართობის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავს, სადაც სახარების ფაქტები და სწავლებანი ერწყმოდა ელინურ-ბაბილონურ მითებსა თუ ფილოსოფიურ თვალსაზრისებს.

ჩამოთვლილ ჯგუფებს ბევრი რამ აშორებდა ერთმანეთისაგან, მაგრამ ჰქონდათ საერთოც, სპეციფიკური, რასაც ვ. სოლოვიოვი დაახლოებით ასე გადმოსცემს:

მატერია და მატერიალური სამყარო, რომელიც შექმნილია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ, არის ბოროტება. წუთისოფელი და მისი ყოველი მსახური განწირულია. მხოლოდ რჩეულებს ეღირსებათ ხსნა და საუკუნო ცხოვრება. ესენი არიან სულიერი პიროვნებები - პნევმატიკოსები, რომლებიც დასაბამიდანვე და ბუნებითად ეკუთვნიან საღვთო წიაღს, რადგან ჩანასახშივე ფლობენ ციურ ელემენტს. ისინი მსოფლიო ქაოსიდან დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ სამშობლოს მრთელნი და უვნებელნი, ყოველგვარი ნადავლის გარეშე. არაფერი მდარე არ ამაღლდება, არაფერი ბნელი არ განათლდება, ხორციელი და მშვინვიერი არ გასულიერდება. მაშასადამე, ხორციელი და მშვინვიერი ადამიანები (თუნდაც მორწმუნეები) ვერ ცხონდებიან. მათი მომავალი წყვდიადი და არარაობაა. ცხონდებიან მხოლოდ პნევმატიკოსი გნოსტიკოსები ანუ სულიერი შემმეცნებლები.

გნოსტიკოსები არღვევდნენ სამების დოგმატს და ასხვავებდნენ ღმერთს ქვეყნის შემოქმედისაგან, რაც ნიშნავს, რომ სამყარო შეიქმნა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. ამ დანაშაულის გამოსასწორებლად ღმერთი დაემსგავსა ადამიანს და გახდა მოჩვენებითი კაცი. ესაა დოკეტიზმი, რომლის თანახმადაც მაცხოვარი იესო ქრისტე არც სრული ღმერთია და არც სრული კაცი: იგი მოჩვენებითია. მისი მობრძანებით ქვეყანას არა თუ შეემატა რამე, არამედ დააკლდა, რადგან წარიყვანს პნევმატიკოსთა ოჯახს, რომლის წევრები მიმოფანტული არიან სხვადასხვა ტომში. ცხადია, აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან, რომელთა სამომავლო ბედნიერება, მათივე პიროვნების გამორჩეულობის გამო, გარანტირებულია.

თავისებურია გნოსტიკოსების დამოკიდებულება ბიბლიასთან. ისინი მკვეთრ ზღვარს დებდნენ ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ძველი აღთქმის ღმერთს - იაჰვეს - სახავდნენ ბოროტ ძალად, ბოროტ შემოქმედად ანუ ბოროტ დემიურგად, რომელიც დაამარცხა იესო ქრისტემ.

თავდაპირველად უზენაესი სიკეთე არსებობდა, რომლის წიაღიდან იშვა მდედრული ძალა. ამ ორი საწყისისაგან - უზენაესისა და მდედრული ძალისაგან - განხორციელდა შობათა სერია, შეიქმნა მრავალი სულიერი არსება, შეიძლება ითქვას - ციური იერარქია.

უზენაესი იერარქიის უქვემოეს საფეხურზე მყოფმა ძალამ - სოფიად სახელდებულმა, აღფრთოვანებულმა უზენაესი მამის მიერ აღსრულებული შესაქმით, მოინდომა რომ თვითონაც აღესრულებინა შესაქმე და მან მართლაც შექმნა არსება, რომელიც შორსაა სრულყოფილებისაგან. ესაა იაჰვე ანუ, გნოსტიკოსთა სახელწოდებით, იალდაბაოთი, რომელიც ერთდროულად ღვთიურიცაა და არასრულყოფილიც. ამის გამო კი - ამპარტავნებით და შურით აღვსილი. იგი თავს უზენაეს ღმერთად თვლის და სოფიას ნაპერწკალს მოსტაცებს.

ამ ნაპერწკალის საღვთო წიაღისაგან განშორებამ მთელი ზეციური სისავსის (რომელიც უკვე აღარაა სისავსე), ყველა ზეციური ძალის ტანჯვა გამოიწვია. რადგან დაირღვა სისავსე, ზეციური ძალები ცდილობენ დასაბამიერი სრულყოფილების აღდგენას. მათ საპირისპიროდ იალდაბაოთი ქმნის ადამს, შემდეგ კი - ევას, რომ ზეციური სისავსისაგან მოწყვეტილი ნაპერწკალი მათში გადამალოს და ამ გზით შეინარჩუნოს იგი. თავად კი იბატონოს და იმეფოს საკუთარ ქმნილებებზე. სახელდობრ - ადამიანზე.

იწყება ომი ორ ზეციურ ძალას - უზენაეს არსსა და იალდაბაოთს - შორის.

სოფია გველის სახით დედამიწაზე მოციქულს მოავლენს, როიმ გამოფხიზლდნენ ადამი და ევა და გაიცნობიერონ მათში არსებული საღვთო ნაპერწკლის სიდიადე. იალდაბაოთი მყისვე გამოდევნის ჩვენს წინაპრებს სამოთხიდან და ხელს შეუწყობს მათ ხორციელ გამრავლებას, რომ ამ გზით დაანაწევროს საღმრთო ნაპერწკალი და გაფანტოს იგი სხვადასხვა ადამიანში.

...გამოხდება ჟამი და უზენაესი წიაღიდან მოივლინება მხსნელი - მაცხოვარი, რომლის მიზანია, მოიძიოს მხოლოდ ამ ნაპერწკლის შემცველი ადამიანები, შეაგნებინოს მათ მათივე ციური წარმომავლობა და წუთისოფელში გაფანტული საღვთო ნაპერწკლები უზენაესი წიაღისაკნენ მიაქციოს, კვლავ აღადგინოს ზეციური სამყაროს სრულყოფილება. ადამიანები, რომლებმაც შეიცნეს მათში არსებული საღვთო ნაპერწკალი, არიან გნოსტიკოსები.

ამრიგად, ეს მოძღვრება უარყოფს საყოველთაო ხსნის პრინციპს: გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც დასაბამიდანვე აქვთ გნოსტიკური ნაპერწკალი. მათთვის უცხოა აზრი სხეულებრივი აღდგომის შესახებ. პირიქით: აღსასრულის ჟამს ნივთიერება გაქრება.

პრობლემაა გნოსტიციზმის წარმომავლობისა და ისტორიული ფესვების გარკვევა. მათ ზოგი აღმოსავლურ რელიგიაში, ბუდიზმში, ხედავს. თუკი ეს ჰიპოთეზაა, აღნიშნავს ვ. სოლოვიოვი, უეჭველია კავშირი ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მეტად ორიგინალურ სისტემასთან - მანდეიზმთან ანუ საბიზმთან. (პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში)

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები