ვიქტიმოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი
+
[[სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი]]
 
[[კატეგორია:დანაშაულის სოციოლოგია]]
 
[[კატეგორია:დანაშაულის სოციოლოგია]]
 
[[კატეგორია:კრიმინოლოგია]]
 
[[კატეგორია:კრიმინოლოგია]]
 +
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 +
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]]

მიმდინარე ცვლილება 12:14, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით

ვიქტიმოლოგია - (victimology), კრიმინოლოგიის ქვედარგი, რომელიც შეისწავლის დამნაშავეს, დანაშაულსა და მსხვერპლს შორის ურთიერთობას. ეს სფერო ხშირად ამოვარდნილი იყო კრიმინოლოგთა ინტერესებიდან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

1965 წ. აშშ–ში მოეწყო ფართო განხილვა დანაშაულთა სტატისტიკის საკითხებზე, სადაც გაირკვა, რომ არშეტყობინებულ დანაშულთა „შავი სია“ ბევრად აჭარბებდა ნავარაუდევს, ასევე მსხვეპლის რიცხვი, დანაშაულის ალბათობა არათანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის, ამას გარდა, შიდა ქალაქების მცხოვრებნი, სამართალდამცავთა სიჭარბის მიუხედავად, უფრო მეტად იმყოფებოდნენ დანაშაულთა რისკის ქვეშ.

თოერიული მიდგომები ვიქტიმოლოგიისადმი მდგომარეობს მსხვერპლსა და დამანშავეს შორის ურთიერთობის ბუნების გამოვლენაში, კერძოდ, დაფუძნებულია „მსხვერპლის მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე“. გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, გაუპატიურებასთან დაკავშირებით), ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ბრალს სდებდა დაზარალებულს დანაშაულის პროვოცირებაში. ამდენად, ვიქტიმოლოგია უკავშირდება დანაშაულში შერეული პასუხისმგებლობის საკითხს.





[რედაქტირება] წყარო

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები