ლოპე დე ვეგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(იხილე აგრეთვე)
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა კარპიო''', (ლოპე დე ვეგა) –  (ესპ. Félix Arturo Lope de Vega y Carpio 1562-1635), ესპანელი დრამატურგი, ესპანური ნაციონალური დრამატურგიის ფუძემდებელი.  
 
'''ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა კარპიო''', (ლოპე დე ვეგა) –  (ესპ. Félix Arturo Lope de Vega y Carpio 1562-1635), ესპანელი დრამატურგი, ესპანური ნაციონალური დრამატურგიის ფუძემდებელი.  
  
დაწერა 2 200-მდე [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]], რომელთაგან შემონახულია 426 [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]] და [[კომედია]], 48 ერთაქტიანი პიესები, .. [[აუტო-საკრამენტალე|აუტო-საკრამენტალიები]]. იგი ფართოდ და მრავალფეროვნად ასახავდა თავისი ეპოქის პრობლემატიკას, პიესების შექმნის დროს ეყრდნობოდა ისტორიულ ქრონიკებს, ხალხურ რომანსებს, ანტიკური ხანის ისტორიკოსთა თხზულებებს, იტალიელი ნოველისტების ნაწარმოებებს. სოციალური მოვლენების, ფსიქოლოგიური სიღრმის და პოეტურობის თვალსაზრისით, მისი დრამატურგია ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოს დრამის ისტორიაში. მის მსოფლმხედველობაში და შემოქმედებაში არეკლილია ესპანური [[აღორძინება|აღორძინების]] საუკეთესო ნიშნები. ამასთანავე, იგი რელიგიური თემატიკის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე და ცდილობდა პიროვნების თავისუფალი განვითარების მორიგებას პატრიარქალურ პრინციპებთან. მეფის ძალაუფლებაში იგი ხედავდა ერთადერთ საყრდენს დამოუკიდებელი, ცენტრალიზებული ესპანეთის შესაქმნელად.
+
დაიბადა მადრიდში 1562 წელს, შეძლებული გლეხის ოჯახში. მშობლების დახმარებით და საკუთარი ნებელობით – მან ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ – მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემია. ლოპე დე ვეგა ფრიად განსწავლული გახლდათ – რამდენიმე უცხო ენის გარდა, მან შესანიშნავად იცოდა ისტორია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება, [[მათემატიკა]], [[სამხედრო საქმე]], ფილოსოფია და მითოლოგია. ამგვარი ცოდნით მდიდარი პერსონა დიდად დააინტერესა თეატრმა. ლოპე დე ვეგამ პიესების წერას მიჰყო ხელი. თანამედროვენი მას „ბუნების სასწაულს“ ეძახდნენ და, მართლაც, განსაცვიფრებელია ამ ადამიანის შრომისუნარიანობა. გარდაიცვალა 1635 წელს, 73 წლის ასაკში. ამ ხნის განმავლობაში მას დაწერილი აქვს 1800 კომედია, 400-ზე მეტი ერთაქტიანი [[აუტო-საკრამენტალე|აუტო საკრამენტალე]], 179 პიესა, აგრეთვე, რომანები, პოემები, ნოველები, ლექსები.  
  
მის დრამებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახალხო ჰეროიკას, სადაც ასახულია ძველი [[ესპანეთი]]ს სამი სოციალური ძალის – ხალხის, ფეოდალების და მეფის ურთიერთობა მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „პერიბანესი და კომანდორი ოკანი“, „ცხვრის წყარო“ („ფუენტე ოვეხუნა“), „საუკეთესო ალკალდი – მეფე“. მის ისტორიულ პიესებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „სევილიის ვარსკვლავი“. სოფლის პატრიარქალური და ქალაქური ცხოვრების დაპირისპირებაზე არის აგებული პიესები „ჭკვიანი თავის სახლში“, „გლეხი თავის კუთხეში“. თავისი თანადროულობისადმი მიძღვნილ პიესებს შორის მნიშვნელოვანია „ღირსების გამარჯვება“, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. „ღირსების დრამათა“ რიცხვს.  
+
ლოპე დე ვეგა ცხოვრობდა მადრიდში. ცნობილია, რომ მას სატრფო ჰყავდა, რომელიც დაშორდა. ამით განაწყენებულს მწვავე ეპიგრამები დაუწერია გოგონას გავლენიან ოჯახზე. მწერალი დააპატიმრეს და გააძევეს სატახტო ქალაქიდან. ის ვალენსიაში დასახლდება, სადაც, საბედნიეროდ, მუდმივი თეატრი ფუნქციონირებდა. ლოპე დე ვეგა სათავეში ჩაუდგება ახალგაზრდა დრამატურგების ჯგუფს, რომლებიც თეატრალურ დასებს უგზავნიან პიესებს. დაუსრულებელი დევნა იდეური მოწინააღმდეგეებისაგან და აგრეთვე მატერიალური გაჭირვება ლოპე დე ვეგას აიძულებს თავშესაფარი ეკლესიაში ეძიოს – ხდება [[მღვდელი]].
  
მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია კომედიებს. მიღებულია მათი დაყოფა პასტორალურ, „ცუღლუტურ“, ჰეროიკულ „სასახლისკარის“, „[[დაშნისა და მოსასხამის კომედია|დაშნისა და წამოსასხამის]]“ კომედიებად. მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია „ცეკვის მასწავლებელი“, „მადრიდული ფოლადი“, „მოხერხებული შეყვარებული“, „ვალენსიელი ქვრივი“, „ქალიშვილი დოქით“, „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“, „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს“. ამ პიესების გმირები ძირითადად ქალები არიან. ისინი აგებულია თავბრუდამხვევ ინტრიგებზე, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ბატონები, არამედ მსახურებიც.  
+
ლოპე დე ვეგა პოპულარული დრამატურგი იყო, მაგრამ მისი პიესების ბეჭდვა და დადგმა იკრძალებოდა. პიესის [[სიუჟეტი|სიუჟეტები]], ძირითადად, აგებულია ხალხურ გადმოცემებზე. ხშირად იყენებდა ანდაზებს და თქმულებებს. მისი გმირები გამოირჩევიან მაღალი ადამიანური და ზნეობრივი ღირსებებით.  
  
რელიგიურ დრამათა რიცხვს განეკუთვნება „მკა“, „სულის მოგზაურობა“, „ჭეშმარიტი ტყუილი“. ისინი აგებულია [[ბიბლია|ბიბლიის]] ეპიზოდებზე და იწოდებიან „წმინდა კომედიებად“. მისი მნიშვნელოვანი თეორიული ნაშრომია პოემა „კომედიის წერის ახალი ხელოვნება ჩვენს დროში“ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უშუალო გამგრძელებლები იყვნენ [[ტირსო დე მოლინა]], კალდერონი, როხას სორელია, მორეტო და ესპანური დრამის „ოქროს ხანის“ სხვა წარმომადგენლები.
+
ლოპე დე ვეგასთვის საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ძირითად იდეას – ადამიანი სამყაროს ცენტრია. მსოფლიოს მისთვის მნიშვნელობა მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აქვს... ის იქნება ისეთი, როგორსაც თავად ადამიანი შექმნის. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც კი ადამიანის ხელი შეხებია, იქნება ეს მხატვრობა, ლიტერატურა, არქიტექტურა, მისი ზომები, პროპორციები თუ თემატიკა, ისეთი სახით გხვდება, რომ რწმუნდები: აღორძინების ხელოვანისთვის პრიორიტეტული ადამიანია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში ადამიანმა იგრძნოს თავი კომფორტულად ამ სამყაროში.
  
 +
აღორძინების ხანის ადამიანი იდეების სამყაროს – პიროვნების სამყაროს აღქმის პერსპექტივიდან განიხილავს. ეს საყურადღებო
 +
საკითხია. თეატრი გადაიქცა სამყაროს ერთგვარ მოდელად. ესპანური თეატრი მხარს უჭერდა ხალხის გმირულ ტრადიციებს – იბრძოდა ადამიანის და მისი ღირსების დასაცავად. თეატრი ხალხისათვის ახალი და გასაგები ენით ამეტყველდა.
 +
 +
ლოპე დე ვეგას ტექსტებში ხშირია მოვლენების განვითარებაში უეცარი, მოულოდნელი შემთხვევის შემოჭრა, რაც მოქმედების მშვიდ
 +
მსვლელობას უკუაგდებს. პიესებში დაძაბულობა იმდენად მატულობს, რომ დრამატული განცდები ტრაგიზმს აღწევს. ეს აზვირთებული ვნებათაღელვა და თვითნებობა კი დრამატურგს საბოლოოდ კანონიკური და მკაცრი კათოლიკური მორალის კალაპოტში გადაჰყავს. სასიყვარულო ინტრიგის განვითარება და გახსნა ლოპე დე ვეგას დრამატურგიული ფაბულის საყრდენ ღერძს იმიტომ წარმოადგენს, რომ ნათლად დაგვანახოს ადამიანური ინსტინქტებისა და თვითნებობის მასშტაბურობა. თანაც გვაჩვენოს, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება ადამიანების საქციელისა – როგორც ოჯახში ისე საზოგადოებაში, მეორე მხრივ, ხაზი გაუსვას იმ პოლიტიკური და რელიგიური იდეების მნიშვნელობას, რომლებიც გაბატონებული იყო ლოპე დე ვეგას შემოქმედების პერიოდში.
 +
 +
აღორძინების ხანის ნებისმიერ პიესაში არის სიუჟეტი და ხასიათები. სიუჟეტის განვითარება ბუნებრივი და ორგანული გაგრძელებაა მთავარი მოქმედი გმირების ხასიათების გახსნისა. მაგ., პიესაში „ძაღლი თივაზე“ დიანას პიროვნების ამოხსნა, თეოდოროს მიმართ მის გრძნობებში გარკვევა და თეოდოროს ხასიათის გახსნა შეადგენს პიესის მთელ სიუჟეტს.
 +
 +
და მაინც, რას ეყრდნობა ამ ეპოქის თეატრი? აღორძინების თეატრი არასდროს იგება რეალობის ასახვაზე (საერთოდ ხელოვნებაში რეალური ცხოვრების ასახვა XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება). მისი მიზანი ადამიანის იდეალიზაციაა. ამ „იდეალური ადამიანის“ შექმნილი სამყაროც, რა თქმა უნდა, იდეალურია. ლოპე დე ვეგას „სევილიის ვარსკვლავში“ ვხედავთ იდეალურ ქალაქს, რომელიც იდეალური ადამიანებითაა დასახლებული. ამ ადამიანების აზრით, ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაცავი ამქვეყნად არის ღირსება. ამიტომაც ისინი ნებისმიერ სიტუაციაში უნაკლოდ მოქმედებენ.
 +
 +
''მარიკა მამაცაშვილი''
 +
 +
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
* „[[ფუენტე ოვეხუნა (ლოპე დე ვეგა)|ფუენტე ოვეხუნა]]“
 +
* „[[ძაღლი თივაზე (ლოპე დე ვეგა)|ძაღლი თივაზე]]“
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 15: ხაზი 32:
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ესპანელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ესპანელი დრამატურგები]]
 +
[[კატეგორია:ესპანური თეატრი]]

მიმდინარე ცვლილება 21:21, 29 ივნისი 2023 მდგომარეობით

ლოპე დე ვეგა

ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა კარპიო, (ლოპე დე ვეგა) – (ესპ. Félix Arturo Lope de Vega y Carpio 1562-1635), ესპანელი დრამატურგი, ესპანური ნაციონალური დრამატურგიის ფუძემდებელი.

დაიბადა მადრიდში 1562 წელს, შეძლებული გლეხის ოჯახში. მშობლების დახმარებით და საკუთარი ნებელობით – მან ჯერ უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ – მათემატიკურ მეცნიერებათა აკადემია. ლოპე დე ვეგა ფრიად განსწავლული გახლდათ – რამდენიმე უცხო ენის გარდა, მან შესანიშნავად იცოდა ისტორია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა, სამხედრო საქმე, ფილოსოფია და მითოლოგია. ამგვარი ცოდნით მდიდარი პერსონა დიდად დააინტერესა თეატრმა. ლოპე დე ვეგამ პიესების წერას მიჰყო ხელი. თანამედროვენი მას „ბუნების სასწაულს“ ეძახდნენ და, მართლაც, განსაცვიფრებელია ამ ადამიანის შრომისუნარიანობა. გარდაიცვალა 1635 წელს, 73 წლის ასაკში. ამ ხნის განმავლობაში მას დაწერილი აქვს 1800 კომედია, 400-ზე მეტი ერთაქტიანი აუტო საკრამენტალე, 179 პიესა, აგრეთვე, რომანები, პოემები, ნოველები, ლექსები.

ლოპე დე ვეგა ცხოვრობდა მადრიდში. ცნობილია, რომ მას სატრფო ჰყავდა, რომელიც დაშორდა. ამით განაწყენებულს მწვავე ეპიგრამები დაუწერია გოგონას გავლენიან ოჯახზე. მწერალი დააპატიმრეს და გააძევეს სატახტო ქალაქიდან. ის ვალენსიაში დასახლდება, სადაც, საბედნიეროდ, მუდმივი თეატრი ფუნქციონირებდა. ლოპე დე ვეგა სათავეში ჩაუდგება ახალგაზრდა დრამატურგების ჯგუფს, რომლებიც თეატრალურ დასებს უგზავნიან პიესებს. დაუსრულებელი დევნა იდეური მოწინააღმდეგეებისაგან და აგრეთვე მატერიალური გაჭირვება ლოპე დე ვეგას აიძულებს თავშესაფარი ეკლესიაში ეძიოს – ხდება მღვდელი.

ლოპე დე ვეგა პოპულარული დრამატურგი იყო, მაგრამ მისი პიესების ბეჭდვა და დადგმა იკრძალებოდა. პიესის სიუჟეტები, ძირითადად, აგებულია ხალხურ გადმოცემებზე. ხშირად იყენებდა ანდაზებს და თქმულებებს. მისი გმირები გამოირჩევიან მაღალი ადამიანური და ზნეობრივი ღირსებებით.

ლოპე დე ვეგასთვის საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ძირითად იდეას – ადამიანი სამყაროს ცენტრია. მსოფლიოს მისთვის მნიშვნელობა მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან აქვს... ის იქნება ისეთი, როგორსაც თავად ადამიანი შექმნის. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც კი ადამიანის ხელი შეხებია, იქნება ეს მხატვრობა, ლიტერატურა, არქიტექტურა, მისი ზომები, პროპორციები თუ თემატიკა, ისეთი სახით გხვდება, რომ რწმუნდები: აღორძინების ხელოვანისთვის პრიორიტეტული ადამიანია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში ადამიანმა იგრძნოს თავი კომფორტულად ამ სამყაროში.

აღორძინების ხანის ადამიანი იდეების სამყაროს – პიროვნების სამყაროს აღქმის პერსპექტივიდან განიხილავს. ეს საყურადღებო საკითხია. თეატრი გადაიქცა სამყაროს ერთგვარ მოდელად. ესპანური თეატრი მხარს უჭერდა ხალხის გმირულ ტრადიციებს – იბრძოდა ადამიანის და მისი ღირსების დასაცავად. თეატრი ხალხისათვის ახალი და გასაგები ენით ამეტყველდა.

ლოპე დე ვეგას ტექსტებში ხშირია მოვლენების განვითარებაში უეცარი, მოულოდნელი შემთხვევის შემოჭრა, რაც მოქმედების მშვიდ მსვლელობას უკუაგდებს. პიესებში დაძაბულობა იმდენად მატულობს, რომ დრამატული განცდები ტრაგიზმს აღწევს. ეს აზვირთებული ვნებათაღელვა და თვითნებობა კი დრამატურგს საბოლოოდ კანონიკური და მკაცრი კათოლიკური მორალის კალაპოტში გადაჰყავს. სასიყვარულო ინტრიგის განვითარება და გახსნა ლოპე დე ვეგას დრამატურგიული ფაბულის საყრდენ ღერძს იმიტომ წარმოადგენს, რომ ნათლად დაგვანახოს ადამიანური ინსტინქტებისა და თვითნებობის მასშტაბურობა. თანაც გვაჩვენოს, ერთი მხრივ, მრავალფეროვნება ადამიანების საქციელისა – როგორც ოჯახში ისე საზოგადოებაში, მეორე მხრივ, ხაზი გაუსვას იმ პოლიტიკური და რელიგიური იდეების მნიშვნელობას, რომლებიც გაბატონებული იყო ლოპე დე ვეგას შემოქმედების პერიოდში.

აღორძინების ხანის ნებისმიერ პიესაში არის სიუჟეტი და ხასიათები. სიუჟეტის განვითარება ბუნებრივი და ორგანული გაგრძელებაა მთავარი მოქმედი გმირების ხასიათების გახსნისა. მაგ., პიესაში „ძაღლი თივაზე“ დიანას პიროვნების ამოხსნა, თეოდოროს მიმართ მის გრძნობებში გარკვევა და თეოდოროს ხასიათის გახსნა შეადგენს პიესის მთელ სიუჟეტს.

და მაინც, რას ეყრდნობა ამ ეპოქის თეატრი? აღორძინების თეატრი არასდროს იგება რეალობის ასახვაზე (საერთოდ ხელოვნებაში რეალური ცხოვრების ასახვა XIX საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება). მისი მიზანი ადამიანის იდეალიზაციაა. ამ „იდეალური ადამიანის“ შექმნილი სამყაროც, რა თქმა უნდა, იდეალურია. ლოპე დე ვეგას „სევილიის ვარსკვლავში“ ვხედავთ იდეალურ ქალაქს, რომელიც იდეალური ადამიანებითაა დასახლებული. ამ ადამიანების აზრით, ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაცავი ამქვეყნად არის ღირსება. ამიტომაც ისინი ნებისმიერ სიტუაციაში უნაკლოდ მოქმედებენ.

მარიკა მამაცაშვილი


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები