ჰეივუდი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰეივუდი ჯონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ჰეივუდი“)
 
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჯონ ჰეივუდი''' – (''ინგლ.'' John Heywood, 1497–1580), ინგლისელი მსახიობი და დრამატურგი. დაამუშავა და ცალკეულ [[ჟანრი|ჟანრად]] აქცია ინგლისური [[ფარსი]]ს ფორმა [[ინტერლუდია]]. შექმნა [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]]: „ოთხი პ“, „თავშესაქცევი კომედია ქმარზე ჯოან ჯოანზე, მის ცოლ ტიბზე და მღვდელ სერ ჯანიზე“. „ინდულგენციით მოვაჭრე და ბერი“, „თამაში ამინდის გამო“. მისი ინტერლუდიები დაწერილია [[პერსონაჟი|პერსონაჟებს]] შორის კამათის ფორმით, ქილიკისა და კალამბურების გამოყენებით.
+
[[ფაილი:Jon heivudi.PNG|thumb|200პქ|ჯონ ჰეივუდი]]
 +
'''ჯონ ჰეივუდი''' – (''ინგლ.'' John Heywood, 1497–1580), ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.
  
 +
ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ თითქმის არ შემორჩენილა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1530-1580 წლების ფარგლებში მიმდინარეობდა. ჰეივუდის შემოქმედება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ძნელია დასაბუთებით თქმა, რომელი ნაწარმოები ეკუთვნოდა მას. ცნობილია, რომ მას ეკუთვნის ანდაზების კრებული სახელწოდებით „Centuries of Proverb“, რომელიც ინგლისურენოვანი ანდაზების პირველი კრებულია.
 +
 +
ერთხანს ოქსფორდში სწავლობდა,  ახლოს იყო ჰუმანისტთა წრეებთან და ჯონ რასტელის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. თავის თანამოკალმეთაგან განსხვავებით, ის არ ქმნიდა დიდაქტიკური ხასიათის პროპაგანდისტულ [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებს]], მისი დრამატურგია რენესანსულ ხელოვნებას არა მხოლოდ იდეებით, არამედ ფორმითაც მიუახლოვდა. ჰეივუდმა მნიშვნელოვნად განავითარა [[ინტერლუდია (თეატრში)|ინტერლუდიის]] ჟანრი. თავისი პიესების ნიმუშებად ის ინგლისურ და ფრანგულ [[ფარსი|ფარსებს]] იყენებდა და [[მორალიტე]]ს სქემისა და მისი ალეგორიული ხასიათის დაძლევას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, დრამატურგის ადრეული პიესები ამ ჟანრთან კავშირს ინარჩუნებს და კარგი − ცუდის დაპირისპირების ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. ყველაზე ადრეულია „მოქმედება სიყვარულზე”, შემდეგია „გონიერი და უგუნური”, სადაც მეტად იგრძნობა აღორძინების იდეების გავლენა. მესამე პიესას − „მოქმედება ამინდზე” [[ანტიკური]] მითოლოგიის სამყაროში გადავყავართ, სადაც [[იუპიტერი]] თავის „პარლამენტს” შეკრებს, რათა გაიგოს, როგორი ამინდი აჯობებს კაცთათვის. აქ უკვე იგრძნობა ჰეივუდის ოსტატობა − შექმნას ცოცხალი, მხიარული და რეალისტური დიალოგები. მისი
 +
მომდევნო სამი პიესა „ინდულგენციების გამყიდველი და ბერი”, „ოთხი პ” (პალმერ, პარდონერ, პოტყცარყ და პედლარ − მომლოცველი, ინდულგენციების
 +
გამყიდველი, აფთიაქარი და მოხეტიალე მოვაჭრე) და „მხიარული თამაში ქმარ ჯონს, ჯენ ტიბის, მის ცოლსა და მღვდელ სერ ჯონს შორის” უკვე წმინდა ფარსებია და მორალიტეს ალეგორიულობასთან აღარაფერი აკავშირებს. მკვლევრების აზრით, ამ ნაწარმოებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფრანგულმა ფარსებმა და ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულმა მოთხრობებმა”. თითოეულ ამ ნაწარმოებს გამოარჩევს პერსონაჟების მხატვრულ სახეთა კოლორიტულობა და
 +
რეალისტური ხასიათი, მათ შორის წარმოებული დიალოგი ცოცხალია და ქმედითი. აქ ხშირად ვხვდებით ფარსისთვის დამახასიათებელ სიუხეშესაც, მაგალითად. ორი უკანასკნელი ინტერლუდია ჩხუბითა და ცემა-ტყეპით მთავრდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჰეივუდმა ფარსის უბრალო და რეალისტური ტექნიკით რენესანსული სულითა და თავისუფალი აზროვნებით აღსავსე მხიარული პიესები დაწერა. ამასთან, მან დაძლია მორალიტეს დიდაქტიკური, აბსტრაქტული და ალეგორიული ხასიათი და რენესანსის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი რეალისტური სცენები შექმნა.
 +
 +
''თამარ ბოკუჩავა''
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი დრამატურგები]]

მიმდინარე ცვლილება 14:11, 4 ივლისი 2023 მდგომარეობით

ჯონ ჰეივუდი

ჯონ ჰეივუდი – (ინგლ. John Heywood, 1497–1580), ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ თითქმის არ შემორჩენილა. მისი ლიტერატურული მოღვაწეობა 1530-1580 წლების ფარგლებში მიმდინარეობდა. ჰეივუდის შემოქმედება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ძნელია დასაბუთებით თქმა, რომელი ნაწარმოები ეკუთვნოდა მას. ცნობილია, რომ მას ეკუთვნის ანდაზების კრებული სახელწოდებით „Centuries of Proverb“, რომელიც ინგლისურენოვანი ანდაზების პირველი კრებულია.

ერთხანს ოქსფორდში სწავლობდა, ახლოს იყო ჰუმანისტთა წრეებთან და ჯონ რასტელის ქალიშვილზე იყო დაქორწინებული. თავის თანამოკალმეთაგან განსხვავებით, ის არ ქმნიდა დიდაქტიკური ხასიათის პროპაგანდისტულ პიესებს, მისი დრამატურგია რენესანსულ ხელოვნებას არა მხოლოდ იდეებით, არამედ ფორმითაც მიუახლოვდა. ჰეივუდმა მნიშვნელოვნად განავითარა ინტერლუდიის ჟანრი. თავისი პიესების ნიმუშებად ის ინგლისურ და ფრანგულ ფარსებს იყენებდა და მორალიტეს სქემისა და მისი ალეგორიული ხასიათის დაძლევას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, დრამატურგის ადრეული პიესები ამ ჟანრთან კავშირს ინარჩუნებს და კარგი − ცუდის დაპირისპირების ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. ყველაზე ადრეულია „მოქმედება სიყვარულზე”, შემდეგია „გონიერი და უგუნური”, სადაც მეტად იგრძნობა აღორძინების იდეების გავლენა. მესამე პიესას − „მოქმედება ამინდზე” ანტიკური მითოლოგიის სამყაროში გადავყავართ, სადაც იუპიტერი თავის „პარლამენტს” შეკრებს, რათა გაიგოს, როგორი ამინდი აჯობებს კაცთათვის. აქ უკვე იგრძნობა ჰეივუდის ოსტატობა − შექმნას ცოცხალი, მხიარული და რეალისტური დიალოგები. მისი მომდევნო სამი პიესა „ინდულგენციების გამყიდველი და ბერი”, „ოთხი პ” (პალმერ, პარდონერ, პოტყცარყ და პედლარ − მომლოცველი, ინდულგენციების გამყიდველი, აფთიაქარი და მოხეტიალე მოვაჭრე) და „მხიარული თამაში ქმარ ჯონს, ჯენ ტიბის, მის ცოლსა და მღვდელ სერ ჯონს შორის” უკვე წმინდა ფარსებია და მორალიტეს ალეგორიულობასთან აღარაფერი აკავშირებს. მკვლევრების აზრით, ამ ნაწარმოებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფრანგულმა ფარსებმა და ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიულმა მოთხრობებმა”. თითოეულ ამ ნაწარმოებს გამოარჩევს პერსონაჟების მხატვრულ სახეთა კოლორიტულობა და რეალისტური ხასიათი, მათ შორის წარმოებული დიალოგი ცოცხალია და ქმედითი. აქ ხშირად ვხვდებით ფარსისთვის დამახასიათებელ სიუხეშესაც, მაგალითად. ორი უკანასკნელი ინტერლუდია ჩხუბითა და ცემა-ტყეპით მთავრდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჰეივუდმა ფარსის უბრალო და რეალისტური ტექნიკით რენესანსული სულითა და თავისუფალი აზროვნებით აღსავსე მხიარული პიესები დაწერა. ამასთან, მან დაძლია მორალიტეს დიდაქტიკური, აბსტრაქტული და ალეგორიული ხასიათი და რენესანსის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი რეალისტური სცენები შექმნა.

თამარ ბოკუჩავა


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები