ვლასენკო ლეო
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ლეო ვლასენკო“ გადაიტანა გვერდზე „ვლასენკო ლეო“ გადამისამართებ...) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006518/ ლევ ვლასენკო] | + | * [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006518/ ლევ ვლასენკო] |
| − | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005226/ ლეო ვლასენკო] | + | * [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005226/ ლეო ვლასენკო] |
[[კატეგორია:პიანისტები]] | [[კატეგორია:პიანისტები]] | ||
11:41, 19 მაისი 2017-ის ვერსია
ვლასენკო ლეო (ლევ) ნიკოლოზის ძე - (რუს. Лев Никола́евич Вла́сенко 24. XII. 1928, თბილისი, – 23. VIII. 1996, მოსკოვი), რუსი პიანისტი და პედაგოგი, რსფსრ სახალხო არტისტი.
1946 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა-ათწლედი ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით და მასთანვე სწავლობდა 2 წელი თბილისის კონსერვატორიაში. 1953 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ი. ფლიერის ხელმძღვანელობით, მასთანვე გაიარა ასპირანტურა. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და უცხოეთში, ხშირად თბილისში. I პრემია ფ. ლისტის სახელობის კონკურსზე ბუდაპეშტში (1956), II პრემია პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში (1958). 1957-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში (1976-იდან პროფესორი). მოწაფეებს შორის არის მ. პლეტნიოვი. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
