პრიზმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Prizma.PNG|thumb|100პქ|'''<small>პრიზმა: ა – დახრილი პრიზმა; ბ. – მართი პრი...) |
|||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მათემატიკა]] | [[კატეგორია:მათემატიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:გეომეტრია]] |
მიმდინარე ცვლილება 13:19, 20 ივლისი 2023 მდგომარეობით
პრიზმა – მრავალწახნაგა, რომლის ორი წახნაგი პარალელურ სიბრტყეებში მდებარე კონგრუენტული n-კუთხედია (პრიზმის ფუძეები), ხოლო დანარჩენი (გვერდითი) წახნაგი – პარალელოგრამი. პრიზმას ეწოდება მართი, თუ გვერდითი წახნაგების სიბრტყეები პერპენდიკულარულია ფუძის სიბრტყისა. თუ პრიზმის ფუძეები წარმოადგენენ წესიერი მრავალკუთხედებს, მაშინ პრიზმას ეწოდება წესიერი. პრიზმას, რომლის ფუძეა პარალელოგრამი, ეწოდება პარალელეპიპედი. პრიზმის ფუძეებს შორის მანძილს პრიზმის სიმაღლეს უწოდებენ. პრიზმის ყოველ ორ მეზობელ გვერდით წახნაგს აქვს საერთო წიბო, რომელსაც პრიზმის გვერდითი წიბო ეწოდება.
ტერმინი „პრიზმა“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან πρіσμα – „ჩამოხერხილი ნაჭერი", „ჩამოხერხილი ნაწილი“ (πρіω – „ვხერხავ“). ეს ტერმინი უკვე გვხვდება ევკლიდეს, არქიმედეს შრომებში.