გლიერი რეინგოლდ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გლიერი რეინგოლდ“ გადაიტანა გვერდზე „რეინგოლდ გლიერი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რეინგოლდ გლიერი“ გადაიტანა გვერდზე „გლიერი რეინგოლდ“ გადამის...) |
13:18, 19 მაისი 2017-ის ვერსია
გლიერი რეინგოლდ მორიცის ძე - რუს. Рейнгольд Морицевич Глиэ́р (30. XII. 1874, კიევი, – 23. VI. 1956, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
1900 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1900-იდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას: 1913-20 კიევის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია და საორკესტრო კლასი), 1914-20 დირექტორი; 1920-41 მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია), გლიერის მხატვრული მემკვიდრეობა გამოირჩევა ჟანრული ნაირფეროვნებით. ავტორია 5 ოპერისა: „შაჰსენემი“ (1927), „ლეილი და მაჯნუნი“ (1940), „გულსარა“ (1949) და სხვ.
დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანული და უზბეკური ეროვნული მუსიკის თეატრების ჩამოყალიბებასა და ამ რესპუბლიკების კომპოზიტორთა დაოსტატებაში. 7 ბალეტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ყაყაჩო“ (1927), „ბრინჯაოს მხედარი“ (1949). მას ეკუთვნის აგრეთვე სიმფონია, სიმფონიური პოემები, სიმფონიური სურათი „ზაპოროჟიელები“, თეატრისა და კინოს მუსიკა და სხვ. აგრძელებს რუს კლასიკოს-კომპოზიტორთა ტრადიციებს.
მისი მოწაფეები იყვნენ: ს. პროკოფიევი, ნ. მიასკოვსკი, ა. ალექსანდროვი, ა. დავიდენკო, დ. თორაძე და სხვ.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")