გლიერი რეინგოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეინგოლდ გლიერი

გლიერი რეინგოლდ მორიცის ძე - რუს. Рейнгольд Морицевич Глиэ́р (30. XII. 1874, კიევი, – 23. VI. 1956, მოსკოვი), რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

1900 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1900-იდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას: 1913-20 კიევის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია და საორკესტრო კლასი), 1914-20 დირექტორი; 1920-41 მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (კომპოზიცია), გლიერის მხატვრული მემკვიდრეობა გამოირჩევა ჟანრული ნაირფეროვნებით. ავტორია 5 ოპერისა: „შაჰსენემი“ (1927), „ლეილი და მაჯნუნი“ (1940), „გულსარა“ (1949) და სხვ.

დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანული და უზბეკური ეროვნული მუსიკის თეატრების ჩამოყალიბებასა და ამ რესპუბლიკების კომპოზიტორთა დაოსტატებაში. 7 ბალეტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „წითელი ყაყაჩო“ (1927), „ბრინჯაოს მხედარი“ (1949). მას ეკუთვნის აგრეთვე სიმფონია, სიმფონიური პოემები, სიმფონიური სურათი „ზაპოროჟიელები“, თეატრისა და კინოს მუსიკა და სხვ. აგრძელებს რუს კლასიკოს-კომპოზიტორთა ტრადიციებს.

მისი მოწაფეები იყვნენ: ს. პროკოფიევი, ნ. მიასკოვსკი, ა. ალექსანდროვი, ა. დავიდენკო, დ. თორაძე და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები