რომი მიხაილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII]]
 
[[საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII]]
 
[[კატეგორია:რუსი კინორეჟისორები]]
 
[[კატეგორია:რუსი კინორეჟისორები]]
[[კატეგორია:რუსი სცენარისტი]]
+
[[კატეგორია:რუსი სცენარისტები]]
 
[[კატეგორია:რუსი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:რუსი პუბლიცისტები]]

22:14, 8 აგვისტო 2023-ის ვერსია

მიხაილ რომი

მიხაილ რომი – (დ. 1901 წლის 11 იანვარს ირკუტსკში – გ. 1971 წლის 1 ნოემბერს მოსკოვში, რუსეთი), სსრკ – საბჭოთა კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი, პუბლიცისტი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1950 წელი).

1917 წელს დაამთავრა გიმნაზია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.

1922-1923 წლებში ესწრებოდა ლევ კულეშოვის (რუსი საბჭოთა კინორეჟისორი და პედაგოგი) სასწავლო სახელოსნოს მეცადინეობებს სახელმწიფო კინოსკოლაში. მუშაობდა გაზეთში, წერდა კინოსცენარებს, თარგმნიდა ფრანგი მწერლების ნაწარმოებებს.

1931 წლიდან მუშაობა დაიწყო მხატვრული და დოკუმენტური ფილმების რეჟისორად მოსკოვის გაერთიანებულ კინოფაბრიკა „სოიუზკინოში” (მოგვიანებით „მოსფილმი”). სულ გადაღებული აქვს ოცამდე სურათი.

მიხაილ რომი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოსტუდია „მოსფილმის” მე-3 შემოქმედებით გაერთიანებას.

1938 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პედაგოგად (1962 წლიდან პროფესორის სტატუსით), ხელმძღვანელობდა ВГИК-ის სამსახიობო-სარეჟისორო სახელოსნოს. მის ცნობილ მოწაფეებს შორის იყვნენ: თენგიზ აბულაძე, გრიგორი ჩუხრაი, ვასილი შუკშინი, ალექსანდრ მიტა, ანდრეი ტარკოვსკი, ანდრეი (ანდრონ) კონჩალოვსკი, ნიკიტა მიხალკოვი.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1934 – „ფუნჩულა” (ვენეციის სკფ, პრიზი ფილმების საუკეთესო პროგრამისთვის)
  • 1936 – „ცამეტი”
  • 1939 – „ლენინი 1918 წელს”
  • 1941 – „ოცნება”
  • 1945 – „ადამიანი N 217” (კანის სკფ, ფილმის ავტორთა ასოციაციის დიდი საერთაშორისო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის)
  • 1950 – „საიდუმლო მისია”
  • 1953 – „ადმირალი უშაკოვი” (ვიშის სკფ, საპატიო დიპლომი ფილმს)
  • 1956 – „მკვლელობა დანტეს ქუჩაზე”
  • 1961 – „ერთი წლის ცხრა დღე” (კარლოვი-ვარის სკფ, მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი” საუკეთესო ფილმს; სან-ფრანცისკოს სკფ, საპატიო დიპლომი ფილმს; მელბურნის სკფ, საპატიო დიპლომი ფილმს)
  • 1965 – „ჩვეულებრივი ფაშიზმი” (დოკუმენტური) – (დოკუმენტური და ანიმაციური კინოს ლეიფციგის სკფ, სპეციალური უმაღლესი პრიზი და კინოკრიტიკოსების პრიზი ფილმისთვის)
  • 1971 – „და მაინც მჯერა...” (დოკუმენტური)

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები