ფიგისი მაიქ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაიქ ფიგისი“ გადაიტანა გვერდზე „ფიგისი მაიქ“ გადამისამართება...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Maiq figasi.PNG|thumb|250პქ|მაიქ ფიგისი]]
 
'''მაიქ ფიგისი''' – (დაიბადა 1948 წლის 28 თებერვალს ქ. კარლაილში, ინგლისი) – ბრიტანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და კომპოზიტორი
 
'''მაიქ ფიგისი''' – (დაიბადა 1948 წლის 28 თებერვალს ქ. კარლაილში, ინგლისი) – ბრიტანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და კომპოზიტორი
  

19:21, 13 აგვისტო 2023-ის ვერსია

მაიქ ფიგისი

მაიქ ფიგისი – (დაიბადა 1948 წლის 28 თებერვალს ქ. კარლაილში, ინგლისი) – ბრიტანელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი და კომპოზიტორი

ახალგაზრდობაში ფიგისი მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა და ბრაიან ფერის ჯგუფში უკრავდა

მისი, როგორც რეჟისორის, დებიუტი კინოში შედგა 1988 წელს ფილმით „ბობოქარი ორშაბათი“. სურათის გამოსვლა ეკრანებზე ფიგისს დაეხმარა მოწვევა მიეღო ჰოლივუდიდან, სადაც გადაიღო თრილერი „შინაგანი გამოძიება“.

1995 წელს გამოვიდა მისი სურათი „ლას-ვეგასთან განშორებისას“, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა და რეჟისორს ნომინაცია მოუტანა „ოსკარზე“. მთავარი როლისთვის ამ ფილმში ნიქოლას ქეიჯმა „ოსკარი“ მიიღო როგორც „საუკეთესო მსახიობმა“.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1988 – „ბობოქარი ორშაბათი“
  • 1990 – „შინაგანი გამოძიება“
  • 1993 – „მისთერ ჯონსი“
  • 1994 – „ბრაუნინგის ვერსია“
  • 1995 – „ლას-ვეგასთან განშორებისას“ (სან-სებასტიანის სკფ. „ვერცხლის ნიჟარა“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის)
  • 1997 – „პაემანი ერთი ღამით“
  • 1999 – „ფრეკენ ჟიული“
  • 2000 – „დროებითი კოდი“
  • 2001 – „ოტელი“
  • 2003 – „ეშმაკისეული სახლი“
  • 2013 – „ეჭვის ზღვარზე“

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები