გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები''' – ხალხური შემოქმედ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | ||
| − | [[კატეგორია: ხალხური პოეზია]] | + | [[კატეგორია: ქართული ხალხური პოეზია]] |
00:15, 19 აგვისტო 2023-ის ვერსია
გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები – ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი სახე. გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსების ძირითადი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის გაღიზიანება ან დაცინვა-გამოჯავრება. გამოსაჯავრებელი და საგინგლაო ლექსები უმთავრესად საბავშვო ზეპირსიტყვიერებაში გვხვდება, ნაწილი მოზრდილთა შემოქმედებიდანაა გადმოსული. ასეთ ლექსში მარტივი სახეებით, ადვილად ჩასაწვდომი ხერხებით დაგმობილია უქნარობა, სიზარმაცე, ჭირვეულობა, სიცრუე და სხვა მანკიერი თვისებები („მტირალა მტირალა...“, „საქმეზე წელი გწყდებაო“... და სხვე).
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- ქს. სიხარულიძე, საბავშვო ფოლკლორი, 1938;
- ფ. ზანდუკელი, ხალხური საბავშვო პოეზიის ძირითადი სახეები, „ქართ. ფოლკ.“, III, 1969.