ბეგიაშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბეგიაშვილი თედო (თევდორე) მალაქიას ძე''' – (1894-1970), ცნობილი ფილო...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფოლკლორისტები]]
 
[[კატეგორია:ფოლკლორისტები]]
 +
[[კატეგორია:ბეგიაშვილები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]]

მიმდინარე ცვლილება 23:19, 19 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ბეგიაშვილი თედო (თევდორე) მალაქიას ძე – (1894-1970), ცნობილი ფილოლოგი, ფოლკლორისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

თედო ბეგიაშვილი დაიბადა სოფ. ფანიანმი (სიღნაღის რაიონი). იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოში. 1925 წ. საშუალო სკოლების სახელმძღვანელოდ გამოაქვეყნა „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ 1 წიგნი, რომელიც მიძღვნილია ქართული ფოლკლორისადმი და ყველა ჟანრს მიმოიხილავს. 1941 წ, გამოვიდა თედო ბეგიაშვილის შედგენილი „ქართული ფოლკლორის“ ქრესტომათია. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „ახალი მოტივები თანამედროვე ფოლკლორში“, „ა. წერეთელი და ქართული ფოლკლორი“ და სხვა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე კითხულობდა ფოლკლორის კურსს უმაღლეს სასწავლებლებში.

ვ. მაცაბერიძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები