აჩი-ბაბა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ქართული ხალხური დღესასწაულები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური დღესასწაულები]] | ||
| + | [[კატეგორია:თამაშის პროთეატრალური ფორმები საქართველოში]] | ||
01:10, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია
აჩი-ბაბა – მეგრული სანახაობითი წარმოდგენა. „დათვობიას“, „მურყვამობისა“ და „ფადიკოს“ მსგავსად, აჩი-ბაბა შვილიერების (ნაყოფიერების) მფარველი ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი სადიდებელი მისტერიის ნაშთად ითვლება.
მინდორში, წარმოდგენის ადგილზე, ფოთლებით გადახურულ ხის ფაცხას დგამდნენ. ფაცხაში მასპინძელი იყო. კარს მოადგებოდა „ცხენზე ამხედრებული“ აჩი-ბაბა, რომელსაც ხელში ძაღლის ლეკვი ეკავა (ცხენის როლს ცხენის ნიღბოსანი მამაკაცი ასრულებდა). „მეკარე“ მის მოახლოებას იტყობინებოდა – „აჩი-ბაბა კარსაო, გაუფრთხილდი თავსაო“... აჩი-ბაბას მასპინძელი კარავში შეიპატიჟებდა. იქ სიმღერა და თამაშობა იმართებოდა. აჩი-ბაბას გასართობად ქალს მიჰგვრიდნენ. მას ქალი გარეთ გამოჰყავდა, ეტრფიალებოდა, ეალერსებოდა. ქალი გაექცეოდა, აჩი-ბაბა დაედევნებოდა. უეცრად „ქალი“ ტანსაცმელს იშორებდა და აჩი-ბაბას ხელთ ვაჟი შერჩებოდა. აჩი-ბაბა „ცხენს მოახტებოდა და გაქუსლავდა. „ცხენი“ მას ხრამში გადაჩეხავდა. დასასრულს, მოთამაშენი ხრამში დაღუპულ აჩი-ბაბას დატირებას გაითამაშებდნენ. გუნდი ზრუნით მოთქვამდა: „ეს ბატონი, რა ბატონი, საით გაუწევიაო“...
დ. ჯანელიძე