დოლიძე ნინო (1976)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოლიძე ნინო (1976)“ გადაიტანა გვერდზე „ნინო დოლიძე (1976)“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნინო დოლიძე (1976)“ გადაიტანა გვერდზე „დოლიძე ნინო (1976)“ გადამისამა...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:05, 22 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ნინო დოლიძე

დოლიძე ნინო – (1976), მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად არაბისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად მხატვრული თარგმანითაც არის დაკავებული – თარგმნის არაბული და ინგლისური ენებიდან.


ნიზარ კაბანი
ნუთუ შენ მართლა გესმის ქალების?!
(ფრაგმენტი) თარგმნა ნინო დოლიძემ
1
შემიყვარე, როგორიც ვარ სინამდვილეში
კოსმეტიკური საშუალებების გარეშე..
შემიყვარე სულ მარტივად, თავისთავად
ზუსტად ისე, როგორც გიყვარს ყვავილები
მინდვრებში, ვარსკვლავები ზეცაში...
სცენა, სადაც ბოლო მოდას წარვადგენთ,
მოდას უცხოს და ყველაზე უცნაურს..
ის ხომ მზეა, ჩვენს გულებს რომ ანათებს
მაღლა სვლაა, კეთილშობილებაა, თილისმაა,
დიდი საჩუქარია..
თუკი მართლა რამე გესმის ქალების,
მზე მოძებნე, მე რომ ჩემში ავანთე.
2
შემიყვარე მთელი შენი გულწრფელობით,
ბავშვურობით შემიყვარე,
ყველა იმ ლამაზი გრძნობით, რაც კი ადამიანშია.
შემიყვარე ველად გაჭრილ იმ ქურციკად,
ველურ ძალმომრეობას რომ გაჰქცევია
და იმ ლექსად შემიყვარე,
ჯერ რომ არ დაუწერიათ..
შემიყვარე ღრუბლის ზღურბლზე
გაშენებულ ლამაზ ბაღად
იმ წალკოტად, არავის რომ არ უნახავს.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები