ზღაპარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზღაპარი'''– ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ზღაპარი'''– ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათავგადასავლო ან ყოფითი ხასიათის ხალხური მოთხრობა, რომლის საფუძველს მხატვრული გამონაგონი წარმოადგენს და გარკვეული სტილისტურ-კომპოზიციური თავისებურებებით ხასიათდება.  
 
'''ზღაპარი'''– ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათავგადასავლო ან ყოფითი ხასიათის ხალხური მოთხრობა, რომლის საფუძველს მხატვრული გამონაგონი წარმოადგენს და გარკვეული სტილისტურ-კომპოზიციური თავისებურებებით ხასიათდება.  
  
ზღაპრის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს: ჯადოსნური, ნოველისტური, ლეგენდარული და ცხოველთა ზღაპარი. ხალხური ზღაპარი ზეპირი ტრადიციის შედეგია. საწყის ფორმას წარმოადგენს მოკლე თხრობა ადამიანის შესახებს: მითოსის საწინააღმდეგოდ, ზღაპრები მოგვითხრობენ არა ბუნების ძალთა და ადამიანთა ურთიერთობაზე, არამედ ცალკეული ადამიანის, გმირის შესახებ. აგვიწერენ ბუნების ძალებთან ან სოციალურ გა�რემოსთან ადამიანის [[კონფლიქტი|კონფლიქტს]]. ზღაპრის მთავარი მოქმედი პირი ადამიანი. დროთა ვითარებაში, ზეპირი პროზის განვითარებასთან ერთად, ამგვარი პრიმიტიული თხრობიდან ყალიბდება ზღაპრის [[ჟანრი]], რომელსაც ზეპირი ტრადიციით შეპირობებული ნიშნები გააჩნია: გალექსილი საწყისი და დამაბოლოვებელი ფორმულები, ეპიური განმეორებანი, სამმაგობა, ტრადიციული ფორმულები, და სხვ. თავდაპირველ საფეხურზე ზღაპარი გამსჭვალულია მითოლოგიური წარმოდგენებით და ადამიანთა ურთიერთობის გამოსახატავად, ხშირად, მითის. მიერ შემუშავებულ სახეებსადა მეტაფორებს ხმარობს. ზღაპარში თანდათან იზრ-  
+
ზღაპრის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს: ჯადოსნური, ნოველისტური, ლეგენდარული და ცხოველთა ზღაპარი. ხალხური ზღაპარი ზეპირი ტრადიციის შედეგია. საწყის ფორმას წარმოადგენს მოკლე თხრობა ადამიანის შესახებს: მითოსის საწინააღმდეგოდ, ზღაპრები მოგვითხრობენ არა ბუნების ძალთა და ადამიანთა ურთიერთობაზე, არამედ ცალკეული ადამიანის, გმირის შესახებ. აგვიწერენ ბუნების ძალებთან ან სოციალურ გარემოსთან ადამიანის [[კონფლიქტი|კონფლიქტს]]. ზღაპრის მთავარი მოქმედი პირი ადამიანი. დროთა ვითარებაში, ზეპირი პროზის განვითარებასთან ერთად, ამგვარი პრიმიტიული თხრობიდან ყალიბდება ზღაპრის [[ჟანრი]], რომელსაც ზეპირი ტრადიციით შეპირობებული ნიშნები გააჩნია: გალექსილი საწყისი და დამაბოლოვებელი ფორმულები, ეპიური განმეორებანი, სამმაგობა, ტრადიციული ფორმულები, და სხვ. თავდაპირველ საფეხურზე ზღაპარი გამსჭვალულია მითოლოგიური წარმოდგენებით და ადამიანთა ურთიერთობის გამოსახატავად, ხშირად, მითის. მიერ შემუშავებულ სახეებსადა მეტაფორებს ხმარობს. ზღაპარში თანდათან იზრ-  
 
დება რეალისტური, ნოველისტური ელემენტები ხალხური პროზის ბოლო საფეხური – ნოველა სავსებით რეალისტური ტიპის მოთხრობაა.
 
დება რეალისტური, ნოველისტური ელემენტები ხალხური პროზის ბოლო საფეხური – ნოველა სავსებით რეალისტური ტიპის მოთხრობაა.
  

23:28, 23 აგვისტო 2023-ის ვერსია

ზღაპარი– ეპიკური, უმეტესად პროზაული სახის ჯადოსნური, სათავგადასავლო ან ყოფითი ხასიათის ხალხური მოთხრობა, რომლის საფუძველს მხატვრული გამონაგონი წარმოადგენს და გარკვეული სტილისტურ-კომპოზიციური თავისებურებებით ხასიათდება.

ზღაპრის რამდენიმე ძირითადი სახეობა არსებობს: ჯადოსნური, ნოველისტური, ლეგენდარული და ცხოველთა ზღაპარი. ხალხური ზღაპარი ზეპირი ტრადიციის შედეგია. საწყის ფორმას წარმოადგენს მოკლე თხრობა ადამიანის შესახებს: მითოსის საწინააღმდეგოდ, ზღაპრები მოგვითხრობენ არა ბუნების ძალთა და ადამიანთა ურთიერთობაზე, არამედ ცალკეული ადამიანის, გმირის შესახებ. აგვიწერენ ბუნების ძალებთან ან სოციალურ გარემოსთან ადამიანის კონფლიქტს. ზღაპრის მთავარი მოქმედი პირი ადამიანი. დროთა ვითარებაში, ზეპირი პროზის განვითარებასთან ერთად, ამგვარი პრიმიტიული თხრობიდან ყალიბდება ზღაპრის ჟანრი, რომელსაც ზეპირი ტრადიციით შეპირობებული ნიშნები გააჩნია: გალექსილი საწყისი და დამაბოლოვებელი ფორმულები, ეპიური განმეორებანი, სამმაგობა, ტრადიციული ფორმულები, და სხვ. თავდაპირველ საფეხურზე ზღაპარი გამსჭვალულია მითოლოგიური წარმოდგენებით და ადამიანთა ურთიერთობის გამოსახატავად, ხშირად, მითის. მიერ შემუშავებულ სახეებსადა მეტაფორებს ხმარობს. ზღაპარში თანდათან იზრ- დება რეალისტური, ნოველისტური ელემენტები ხალხური პროზის ბოლო საფეხური – ნოველა სავსებით რეალისტური ტიპის მოთხრობაა.

სარჩევი

ზღაპარი ცხოველის შესახებ

ზღაპრის ერთ-ერთი არქაული სახეობაა. აქ დიდი რაოდენობით გვხვდება უძველესი ტოტემისტური რწმენები და წარმოდგენები. იგავ-არაკთა საწინააღმდეგოდ, ცხოველური პერსონაჟები აქ არ წარმოადგენენ ადამიანის ალეგორიულ გამოხატულებას, არამედ მათი სახით რეალური ცხოველები იგულისხმება. აქ არ არის ჯერ გაცნობიერებული პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ბუნებას შორის, ცხოველები ადამიანთან გაიგივებულნი არიან. ცხოველთა ზღაპარი ახლო დგას იმ პრიმიტიულ თხრობასთან, საიდანაც წარმოიშვა ზღაპრის ჟანრი. ქართულ ფოლკლორში ცხოველთა ზღაპრები მდიდრადაა წარმოდგენილი. ფიქსირებულია 90-მდე ცხოველთა ზღაპრის სიუჟეტი. აქედან ბევრი ორიგინალური ქართული ვარიაციითაა მოცემული. მთავარი პერსონაჟებია ადამიანი, მელა მგელი, დათვი, ჩიტი, მამალი, კატა, ძაღლი, ვირი და თხა.

ჯადოსნური ზღაპარი

საზოგადოების შრომის განაწილებასა და სოციალურ დიფერენციაციასთან ერთად, იცვლება ზღაპრის რეალური ფუნქცია და სიუჟეტი. მთავარ თემას ეხლა წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება. ასე იქმნება ახალი ტიპი ზღაპრისა – ჯადოსნური ზღაპარი, რომელიც თავის წარმოშობით გვაროვნული წყობის დაშლას და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების ხანას უკავშირდება. ამ საფეხურზე ჯერ კიდევ ცოცხალია და ძლიერი, ძველი ტოტემისტური თუ მითოლოგიური რწმენანი და წარმოდგენები. ჯადოსნურ ზღაპარში დიდ როლს თამაშობენ ცხოველები. ე. წ. ჯადოსნური ზღაპრის გმირის ქომაგები მეტწილად ცხოველებია, რომელნიც ადამიანზე ძლიერნი, ბრძენი და ყოვლისშემძლენი არიან და შველიან მას გასაჭირში. უფრო გვიან ქომაგთა რიცხვში ადამიანებიც ჩნდებიან. ხშირად ზღაპარი ინარჩუნებს ადამიანის ცხოველიდან წარმომავლობის კვალს, ხელმწიფის შვილის ქომაგი დათვის შვილი, ირმის შვილი ან, ერთ დღეს დაბადებული ვაჟი, ცხენი და ძაღლია. ჯადოსნური ზღაპრის მითიური წარმოშობის პერსონაჟები არიან: დევი, ქაჯი, ფერია, მინდორთ ბატონი ქალი, ავი ბებერი და სხვა მისთანანი. ქართული ჯადოსნური ზღაპრის დამახასიათებელი პერსონაჟია მზეთუნახავი.

მორალისტური ანუ ლეგენდარული ზღაპარი

თანდათან ზღაპარი ახალი ტენდენციებისა და მისწრაფებების გამომხატველი ხდება. თითქმის დასრულებულია ძველ წარმოდგენათა განდევნის, გადამუშავების პროცესი. ჯადოსნური ელემენტების ადგილს ზოგჯერ, ქრისტიანული ელემენტები იჭერენ. ასეთია მორალისტეური ანუ ლეგენდარული ზღაპრები. თანდათან ზღაპრის გმირი სულ უფრო მეტი ინდივიდუალობის ნიშნებს ატარებს. ჯადოსნური თუ სასწაულებრივი ძალების მაგიურ გმირს საკუთარიმოსაზრება და ხერხი შველის მხოლოდ.

რეალისტური ანუ ნოველისტური ზღაპარი

სულ უფრო მძაფრდება ზღაპრის სოციალური მოტივები და რეალისტური ელემენტები. ზღაპართა ამ ჯგუფს რეალისტური ანუ ნოველისტური ტიპი. ზღაპარს ვუწოდებთ. შემოდის ახალი პერსონაჟები: ვაჭარი, ნოქარი, გენერალი, ჯარისკაცი, მინისტრი. იცვლება ზღაპრის ფორმა და ზღაპარი უფრო მოკლე, ლაკონიური, ხდება. გამეორებებისაგან განიტვირთება და სულ უფრო უახლოვდება ჩვეულებრივ მოთხრობას. იქმნება ახალი ჟანრი ხალხური ნოველისა.

პირველად ქართული ძეგლებიდან ბიბლიის თარგმანებში გვხვდება სიტყვა მუცლით მეზღაპრე არარაობათა, ტყუილის თქმის მნიშვნელობით. იქვე იხსენიებიან „ზღაპარსიტყვადნი“, მითების მცოდნეთა, მეცნიერთა მნიშვნელობით. სიტყვა ზღაპარი გვხვდება ვეფხისტყაოსანშიც „გაუგონარ“, რაჩვეულებრივ, მოგონილ ამბავთა აღსანიშნავად: „ვით ზღაპარი ისე ესმის უბედობა თუნდა ბედი“. მითოსის მნიშვნელობით ხმარობს „ზღაპარს“ ეფრემ მცირე (XI ს.). საბა სულხან ორბელიანი ზღაპარს ასე განმარტავს: „ზღაპრობანი საწარმართონი საცრუოდ მოგონებულნი“. (ელ. ვირსალაძე)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები