თავისპირის ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[კატეგორია:პოეზია]]
 
[[კატეგორია:პოეზია]]
 
[[კატეგორია:ლირიკული პოეზიის ჟანრები]]
 
[[კატეგორია:ლირიკული პოეზიის ჟანრები]]
 +
[კატეგორია:ხალხური პოეზია]]

00:57, 24 აგვისტო 2023-ის ვერსია

თავისპირის ლექსი – საერთო ზომასა და რითმზე დამყარებული დიალოგური ლექსის ტრადიცია მთაში: როცა ორი მოლექსე პირისპირ ეჯიბრება ერთმანეთს და სალექსო სტრიქონებს გონებამახვილურად აწყობს. ფშაური კაფიის შესაბამისი ხევსურული ტერმინი. პოეტურ შეჯიბრში ვინც უფრო აზრიანსა და გაგებულ ლექსს იტყვის ერთყუვზე გამარჯვებაც მას რჩება. მამა-შვილის შემღერნება-გალექსების ხევსურული ნიმუში ასეთია:

მამა: გიორგი შემომიმღერე, მამა ენაცვლოს შვილსაო,
შვილი: ნეტავი ჩემო მამაო, არ მოსცდებოდე ძილსაო,
წახვიდოდ, დაიძინოდი, ლოგინს ნახავდი თბილსაო.

ხევსურეთი „თავისპირის ლექსს“ ზოგჯერ „თავისპირის სიმღერებსაც“ უწოდებენ. თავისპირის ლექსი ლექსი ანუ კაფია ლირიკული პოეზიის მნიშვნელოვანი ჟანრია, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშია გავრცელებული და ხანგრძლივი წარსული აქვს.

მ. ჩიქოვანი


ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, კახეთის 1961 წლის ფოლკლორული ექსპედიცია, ქართ. ფოლკლორი, I, II, 1964;
  • ა. ცანავა, გალექსება-გაშაირება და ფშაური კაფია. 1964;
  • ფშაური კაფია, 1969.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I [კატეგორია:ხალხური პოეზია]]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები