თქმულება მიქაელ მთავარანგელოზზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Miqael mtavarangelozi.JPG|thumb|მიქაელ მთავარანგელოზი,<br /> ლაფსკალდი, სვანეთი XII ს.]]
+
[[ფაილი:Miqael mtavarangelozi.JPG|thumb|მიქაელ მთავარანგელოზი,<br /> ლაფსკალდი, [[სვანეთი]] XII ს.]]
'''თქმულება მიქაელ მთავარანგელოზზე''' − იგივე მიქიელ მთავარანგელოზი, [[არხოტის ჯვარი]], ხალხის რწმენით, ქისტებთან საბრძოლველად ყოფილა მოყვანილი [[ფშავი|ფშავიდან]], სოფელ მათურიდან არხოტის თემში, რადგან მას [[მორიგე ღმერთი]]სგან მოლოცვილი ჰქონია [[ბრძოლა]] მტრებთან და მათურაში ყოფნისას ქისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა მათურლებს. მათურაში რომ იყო დაბრძანებული, ხარის ყვირილზე გამწყრალა: ერთი ხარი მიდიოდა თურმე მის ადგილზე და გაგიჟებული ყვიროდა. მათურლებს მთავარანგელოზის ხათრი  უნდა ჰქონოდათ, რომ ხარისთვის ყვირილის ნება არ მიეცათ. ხატი შემოსწყრომია მათურლებს, წამოსულა და არხოტში დაარსებულა. აქაური ხალხი ხათრიანად ექცეოდა, ქალები სოფელში ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, ძაღლს არ აყეფებდნენ და ვირს არ აყროყინებდნენ. ამიტომ ხატი არხოტში დამკვიდრებულა.   
+
'''[[თქმულება]] მიქაელ მთავარანგელოზზე''' − იგივე მიქიელ მთავარანგელოზი, [[არხოტის ჯვარი]], ხალხის რწმენით, ქისტებთან საბრძოლველად ყოფილა მოყვანილი [[ფშავი|ფშავიდან]], სოფელ მათურიდან არხოტის თემში, რადგან მას [[მორიგე ღმერთი]]სგან მოლოცვილი ჰქონია [[ბრძოლა]] მტრებთან და მათურაში ყოფნისას ქისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა მათურლებს. მათურაში რომ იყო დაბრძანებული, ხარის ყვირილზე გამწყრალა: ერთი ხარი მიდიოდა თურმე მის ადგილზე და გაგიჟებული ყვიროდა. მათურლებს მთავარანგელოზის ხათრი  უნდა ჰქონოდათ, რომ ხარისთვის ყვირილის ნება არ მიეცათ. ხატი შემოსწყრომია მათურლებს, წამოსულა და არხოტში დაარსებულა. აქაური ხალხი ხათრიანად ექცეოდა, ქალები სოფელში ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, ძაღლს არ აყეფებდნენ და ვირს არ აყროყინებდნენ. ამიტომ ხატი არხოტში დამკვიდრებულა.   
  
ასე დაკარგეს მათურლებმა მთავარანგელოზი. ადგნენ და წავიდნენ საძებნელად. თან ერთი თეთრი ხარი წაიყვანეს მისთვის შესაწირავად. ხარი ხალხს წინ გაუძღვა და პირდაპირ არხოტის გზას დაადგა. არხოტში რომ გადავიდნენ, მთავარანგელოზი მტრედის სახით მოფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. არიქათ, ფშავლებო, ჩვენი მთავარანგელოზი მოფრინდა, დავიჭიროთ და წავიყვანოთო, უთქვამთ ფშავლებს და დაჭერა მოუნდომებიათ. მთავარანგელოზი ამაზე ისევ გამწყრალა და თვალს მიფარებია. მას აქეთ იგი არხოტშია.   
 
მიმდინარე ცვლილება 00:36, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით

მიქაელ მთავარანგელოზი,
ლაფსკალდი, სვანეთი XII ს.

თქმულება მიქაელ მთავარანგელოზზე − იგივე მიქიელ მთავარანგელოზი, არხოტის ჯვარი, ხალხის რწმენით, ქისტებთან საბრძოლველად ყოფილა მოყვანილი ფშავიდან, სოფელ მათურიდან არხოტის თემში, რადგან მას მორიგე ღმერთისგან მოლოცვილი ჰქონია ბრძოლა მტრებთან და მათურაში ყოფნისას ქისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა მათურლებს. მათურაში რომ იყო დაბრძანებული, ხარის ყვირილზე გამწყრალა: ერთი ხარი მიდიოდა თურმე მის ადგილზე და გაგიჟებული ყვიროდა. მათურლებს მთავარანგელოზის ხათრი უნდა ჰქონოდათ, რომ ხარისთვის ყვირილის ნება არ მიეცათ. ხატი შემოსწყრომია მათურლებს, წამოსულა და არხოტში დაარსებულა. აქაური ხალხი ხათრიანად ექცეოდა, ქალები სოფელში ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, ძაღლს არ აყეფებდნენ და ვირს არ აყროყინებდნენ. ამიტომ ხატი არხოტში დამკვიდრებულა.

ასე დაკარგეს მათურლებმა მთავარანგელოზი. ადგნენ და წავიდნენ საძებნელად. თან ერთი თეთრი ხარი წაიყვანეს მისთვის შესაწირავად. ხარი ხალხს წინ გაუძღვა და პირდაპირ არხოტის გზას დაადგა. არხოტში რომ გადავიდნენ, მთავარანგელოზი მტრედის სახით მოფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. არიქათ, ფშავლებო, ჩვენი მთავარანგელოზი მოფრინდა, დავიჭიროთ და წავიყვანოთო, უთქვამთ ფშავლებს და დაჭერა მოუნდომებიათ. მთავარანგელოზი ამაზე ისევ გამწყრალა და თვალს მიფარებია. მას აქეთ იგი არხოტშია.

ფშავლებს რომ მისი დაჭერა არ მოენდომებინათ, მთავარანგელოზი ხარის რქით მათურაში მოვიდოდაო, იტყოდა ძველი ხალხი. მათურლები ახლაც საყვედურობენ არხოტელებს: ქურდები ხართ, მთავარანგელოზი მოგვპარეთო.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები