თქმულება მჭედელსა და ბერზე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თქმულება მჭედელსა და ბერზე''' − წინათ ცირასების მთაში ([[გუდამაყარი|გუდამაყარში]]) ერთი [[ბერი]] ყოფილა. მთიდან თურმე ცივ წყალს უგზავნიდა [[კალათი|კალათით]] მჭედელს. ამის სანაცვლოდ მჭედელი გაახვევდა [[ბამბა|ბამბაში]] გახურებულ [[რკინა]]ს და გაუგზავნიდა: მთაში ხარ და ხელები გაითბეო. და ასე ჰაერზე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან, ისეთი წმიდები იყვნენ.  
+
'''[[თქმულება]] მჭედელსა და ბერზე''' − წინათ ცირასების მთაში ([[გუდამაყარი|გუდამაყარში]]) ერთი [[ბერი]] ყოფილა. მთიდან თურმე ცივ წყალს უგზავნიდა [[კალათი|კალათით]] მჭედელს. ამის სანაცვლოდ მჭედელი გაახვევდა [[ბამბა|ბამბაში]] გახურებულ [[რკინა]]ს და გაუგზავნიდა: მთაში ხარ და ხელები გაითბეო. და ასე ჰაერზე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან, ისეთი წმიდები იყვნენ.  
  
ყოფილა ერთი ქალი ჩოხში. ბერს უთქვამს, მოდი, ამ ქალს და მჭედელს დავაქორწინებო. მჭედელიც დაუთანხმებია, მაგრამ არ იცნობდა იმ ქალს, ნანახი არ ჰყავდა. ერთხელ ჭალაზე ჩამოსულა მჭედელი, დაუნახავს ეს ქალი  წყალგაღმა და დაუძახნია: არიქა, დაძმობასაო, ჯოხი გადმომიგდე, გადმოვფრინდეო. არ იცოდა, რომ მისი დანიშნული იყო, დაძმობა კი შეჰფიცა, და გადმოუგდო იმ ქალმაც ჯოხი.
 
მიმდინარე ცვლილება 00:36, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით

თქმულება მჭედელსა და ბერზე − წინათ ცირასების მთაში (გუდამაყარში) ერთი ბერი ყოფილა. მთიდან თურმე ცივ წყალს უგზავნიდა კალათით მჭედელს. ამის სანაცვლოდ მჭედელი გაახვევდა ბამბაში გახურებულ რკინას და გაუგზავნიდა: მთაში ხარ და ხელები გაითბეო. და ასე ჰაერზე მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთთან, ისეთი წმიდები იყვნენ.

ყოფილა ერთი ქალი ჩოხში. ბერს უთქვამს, მოდი, ამ ქალს და მჭედელს დავაქორწინებო. მჭედელიც დაუთანხმებია, მაგრამ არ იცნობდა იმ ქალს, ნანახი არ ჰყავდა. ერთხელ ჭალაზე ჩამოსულა მჭედელი, დაუნახავს ეს ქალი წყალგაღმა და დაუძახნია: არიქა, დაძმობასაო, ჯოხი გადმომიგდე, გადმოვფრინდეო. არ იცოდა, რომ მისი დანიშნული იყო, დაძმობა კი შეჰფიცა, და გადმოუგდო იმ ქალმაც ჯოხი.

სახლში როცა ავიდა მჭედელი, ბერის გამოგზავნილი წყალი დახვდა. თავად გაახვია გახურებული რკინა ბამბაში და გაუგზავნა მთაში ბერს, მაგრამ დაიწვა ბამბა და ვერც ჰაერზე გაიარა რკინამ, ძირს ჩამოვარდა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ქალს დაძმობა უთხრა და მერე ცოლად ითხოვა. დაძმობის წესის შელახვაზე ღმერთმა აღარ მოუმართა ხელი და დაიწვა ბამბა. დამწუხრდა კაცი. რაღა ქნას? ქალი მოყვანილი ჰყავს, შვილებიც გაჩენილი. მერე ასე მოიფიქრა: ცოლს უთხრა, ბერს დავპატიჟებ და კარგად გამოწყობილ და მორთულ-მოკაზმული დახვდიო. გაილამაზა ამ ქალმა თავი და მოვიდა სტუმრად ბერიც. ჰაერზე ჩამოვიდა მთიდან. ქალი რომ დაინახა ბერმა, მხოლოდ გულში გაიფიქრა სინანულით, ეს რა მომივიდა, მე ვერ ვითხოვეო? ადგა და გაემზადა წასასვლელად, მაგრამ ვეღარ გაიარა ჰაერზე. ეჰ, ჯერ მე დაგღუპე და ახლა შენ დამღუპეო!

ასე დაკარგა ორივემ – ბერმა და მჭედელმა სიწმიდე.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები