რაზმაძე ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
 
(2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Razmadze andria.jpg|thumb|'''ანდრია რაზმაძე''']]
 
'''რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე''' - (1889, სოფ. ჩხენიში, - 1929, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] მათემატიკოსი, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი [[საქართველო|საქართველოში]]. [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს თანამოაზრე და თანამებრძოლი.  
 
ხაზი 9: ხაზი 10:
  
1924 წელს მონაწილეობდა მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ამერიკაში, 1926 წელს რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე. 1928 მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების კრებაზე წაკითხული მისი მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. 1920-იან წლებში ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას არ დათანხმდა და დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი წინადადებით საქართველო 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. 1925 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზში. დისერტაცია შეეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანებს წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. 1925 გამოცემულ მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში [[ნიკო მუსხელიშვილი]] წერდა - „ტერმინების უმრავლესი ნაწილი ა. რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული, და მრავალი ტერმინი პირდაპირ მის შრომებიდან არის ამოღებული“.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::მანანა ლილუაშვილი
+
 
 +
'''''მანანა ლილუაშვილი'''''
 +
 
 +
 
 +
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 16: ხაზი 21:
 
* დებიდან 90 წლისთავს;  
 
* დებიდან 90 წლისთავს;  
 
* მ. ლილუაშვილი, ანდრია რაზმაძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, თბ., 2016; პირადი არქივი.
 
* მ. ლილუაშვილი, ანდრია რაზმაძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, თბ., 2016; პირადი არქივი.
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001269/ ანდრია რაზმაძე]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001269/ ანდრია რაზმაძე]
 +
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია: ქართველი მათემატიკოსები]]
 
[[კატეგორია: ქართველი მათემატიკოსები]]

მიმდინარე ცვლილება 01:53, 29 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ანდრია რაზმაძე

რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე - (1889, სოფ. ჩხენიში, - 1929, თბილისი) - ქართველი მათემატიკოსი, თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრე და თანამებრძოლი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1906 დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1907 ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე. 1910 ვადაზე ადრე დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და მის სადიპლომო ნაშრომს „რიცხვთა თეორიის კონსპექტს“ პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ანდრია რაზმაძემ პედაგოგად დაიწყო მუშაობა რუსეთის პროვინციაში, ქ. მურომში. მისი პირველი გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე გამოქვეყნდა ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მათემატიკურ ჟურნალში.

1917 წელს წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მოიპოვა. მოგვიანებით კი წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატდოცენტი გახდა. მისი შრომები გამოქვეყნდა საქართველოს, საფრანგეთის, ამერიკის, გერმანიის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და კონგრესის ანგარიშებში. 1918 წლიდან ასწავლიდა თბილისის ქართულ უნივერსიტეტში, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში მოიწვიეს ცნობილი ჰოლანდიელი პროფესორი ერენფესტი. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მის მიერაა შედგენილი ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმები. პირველმა წაიკითხა მშობლიურ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი, დაწერა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში და საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას.

1924 წელს მონაწილეობდა მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე ამერიკაში, 1926 წელს რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე. 1928 მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების კრებაზე წაკითხული მისი მოხსენება ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში. 1920-იან წლებში ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას არ დათანხმდა და დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი წინადადებით საქართველო 1924 წელს მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა. 1925 წელს წარჩინებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პარიზში. დისერტაცია შეეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანებს წყვეტილ წირთა კლასში, რითაც საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. 1925 გამოცემულ მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში ნიკო მუსხელიშვილი წერდა - „ტერმინების უმრავლესი ნაწილი ა. რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული, და მრავალი ტერმინი პირდაპირ მის შრომებიდან არის ამოღებული“.

მანანა ლილუაშვილი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ანდ. რაზმაძე, (კრებული), თბ., 1945 (ვ. კუპრაძე,შ. ნუცუბიძე, ლ. გოკიელი), 1954;
  • საქართველოს სსრ უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკოსთა VIII კონფერენცია, თეზისები, ქუთაისი, 1979წ-ის 26-30 ივნისი, ეძღვნება ა. რაზმაძის დაბა-
  • დებიდან 90 წლისთავს;
  • მ. ლილუაშვილი, ანდრია რაზმაძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა, თბ., 2016; პირადი არქივი.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ანდრია რაზმაძე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები