თქმულება წყლის ხარის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თქმულება წყლის ხარის შესახებ''' – აჭარის მთიანეთში ფართოდაა გავრცელებული თქმულება წყლის ხარის
+
'''თქმულება წყლის ხარის შესახებ''' – აჭარის მთიანეთში ფართოდაა გავრცელებული [[თქმულება]] წყლის ხარის
შესახებ. [[აჭარა]]ში ცნობილია ლეგენდა ჭინჭაოს ტბაში მცხოვრები ხარის შესახებ. ჭინჭაოს ტბა ჭვანის ხეობის სათავეებთან, აჭარის ალპურ საძოვრებზე მდებარეობს. თქმულების თანახმად, ამ ტბაში ხარი ბინადრობდა, რომელიც ნაპირზე იშვიათად გამოდიოდა და მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე წვებოდა. ამ ადგილზე დაწოლილ საქონელს სიჯანსაღე ემატებოდა. უშვილო ქალები ამ ტბაზე სპეციალურად ბანაობდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მას გამანაყოფიერებელი თვისებები გააჩნდა.  
+
შესახებ. [[აჭარა]]ში ცნობილია [[ლეგენდა]] ჭინჭაოს ტბაში მცხოვრები ხარის შესახებ. ჭინჭაოს ტბა ჭვანის ხეობის სათავეებთან, აჭარის ალპურ საძოვრებზე მდებარეობს. თქმულების თანახმად, ამ ტბაში ხარი ბინადრობდა, რომელიც ნაპირზე იშვიათად გამოდიოდა და მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე წვებოდა. ამ ადგილზე დაწოლილ საქონელს სიჯანსაღე ემატებოდა. უშვილო ქალები ამ ტბაზე სპეციალურად ბანაობდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მას გამანაყოფიერებელი თვისებები გააჩნდა.  
  
 
წყლის სტიქიასთან ხარის [[კულტი]]ს კავშირის თვალსაზრისით საინტერესოა ლეგენდა არსიანის მთის მიდამოებში არსებული ტბის, [[ბუღა-გოლი]]ს შესახებაც. „ბუღა-გოლი” ხარის ტბას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ტბაში ბუღა ცხოვრობდა, რომელიც ზაფხულობით ტბიდან ამოდიოდა და ძროხებს ამაკებდა. ხარი წითელი ფერისა ყოფილა. მას ჭიდილში მთელი სოფლის ხარები დაუმარცხებია. ერთ კაცს ხერხი უხმარია: თავისი ხარისათვის რქებზე რკინის ბუნიკები წამოუცვამს და ტბის ხარისათვის ისე დაუჭედებია. რქებმოჭედილ ხარს ბუღა დაუჭრია. დაჭრილი პირუტყვი ტბაში ჩაბრუნებულა. მის სისხლს ტბა წითლად შეუღებავს, წყალი ნაპირებიდან გადმოსულა და მთელი სოფელი წაულეკავს, გაუვერანებია. ამ ადგილს ვერნები ამიტომაც ეწოდა.
 
წყლის სტიქიასთან ხარის [[კულტი]]ს კავშირის თვალსაზრისით საინტერესოა ლეგენდა არსიანის მთის მიდამოებში არსებული ტბის, [[ბუღა-გოლი]]ს შესახებაც. „ბუღა-გოლი” ხარის ტბას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ტბაში ბუღა ცხოვრობდა, რომელიც ზაფხულობით ტბიდან ამოდიოდა და ძროხებს ამაკებდა. ხარი წითელი ფერისა ყოფილა. მას ჭიდილში მთელი სოფლის ხარები დაუმარცხებია. ერთ კაცს ხერხი უხმარია: თავისი ხარისათვის რქებზე რკინის ბუნიკები წამოუცვამს და ტბის ხარისათვის ისე დაუჭედებია. რქებმოჭედილ ხარს ბუღა დაუჭრია. დაჭრილი პირუტყვი ტბაში ჩაბრუნებულა. მის სისხლს ტბა წითლად შეუღებავს, წყალი ნაპირებიდან გადმოსულა და მთელი სოფელი წაულეკავს, გაუვერანებია. ამ ადგილს ვერნები ამიტომაც ეწოდა.
ხაზი 9: ხაზი 9:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
სახოკია, 1985:212; თანდილავა, 1978; შამილაძე, 1964:133; დავითაძე, 1975:167-168.
+
სახოკია, 1985:212; <br />
 +
თანდილავა, 1978; <br />
 +
შამილაძე, 1964:133; <br />
 +
დავითაძე, 1975:167-168.
 +
 
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]

მიმდინარე ცვლილება 21:31, 15 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

თქმულება წყლის ხარის შესახებ – აჭარის მთიანეთში ფართოდაა გავრცელებული თქმულება წყლის ხარის შესახებ. აჭარაში ცნობილია ლეგენდა ჭინჭაოს ტბაში მცხოვრები ხარის შესახებ. ჭინჭაოს ტბა ჭვანის ხეობის სათავეებთან, აჭარის ალპურ საძოვრებზე მდებარეობს. თქმულების თანახმად, ამ ტბაში ხარი ბინადრობდა, რომელიც ნაპირზე იშვიათად გამოდიოდა და მუდამ ერთსა და იმავე ადგილზე წვებოდა. ამ ადგილზე დაწოლილ საქონელს სიჯანსაღე ემატებოდა. უშვილო ქალები ამ ტბაზე სპეციალურად ბანაობდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მას გამანაყოფიერებელი თვისებები გააჩნდა.

წყლის სტიქიასთან ხარის კულტის კავშირის თვალსაზრისით საინტერესოა ლეგენდა არსიანის მთის მიდამოებში არსებული ტბის, ბუღა-გოლის შესახებაც. „ბუღა-გოლი” ხარის ტბას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ტბაში ბუღა ცხოვრობდა, რომელიც ზაფხულობით ტბიდან ამოდიოდა და ძროხებს ამაკებდა. ხარი წითელი ფერისა ყოფილა. მას ჭიდილში მთელი სოფლის ხარები დაუმარცხებია. ერთ კაცს ხერხი უხმარია: თავისი ხარისათვის რქებზე რკინის ბუნიკები წამოუცვამს და ტბის ხარისათვის ისე დაუჭედებია. რქებმოჭედილ ხარს ბუღა დაუჭრია. დაჭრილი პირუტყვი ტბაში ჩაბრუნებულა. მის სისხლს ტბა წითლად შეუღებავს, წყალი ნაპირებიდან გადმოსულა და მთელი სოფელი წაულეკავს, გაუვერანებია. ამ ადგილს ვერნები ამიტომაც ეწოდა.

მსგავსი ლეგენდა ტბის ხარის შესახებ სოფელ გეგელიძეებშიცაა შემონახული. დიდი გვალვის დროს, სოფლის მახლობლად, „სათიბიას სერზე”, ხარს რქით მიწა ამოუთხრია. ამ ადგილას დაბა გაჩენილა. მწყემს ბიჭს შეპირებისამებრ იქ თავისი საყვარელი ხარი მსხვერპლად შეუწირავს. ამის შემდეგ სოფლის მცხოვრებნი გვალვიანობის შიშით ყოველ წელს ტბასთან ხარს მსხვერპლად სწირავდნენ. წყლის პირას ხარის შეწირვის ფაქტი აჭარის სხვა სოფლებშიც დასტურდება. დიდი გვალვების დროს ჭვანის ხეობის მცხოვრებლები ცხვარს ანდა ხარს „შეიდის ტბაზე” სწირავდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

სახოკია, 1985:212;
თანდილავა, 1978;
შამილაძე, 1964:133;
დავითაძე, 1975:167-168.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები