ავერსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 21:37, 15 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ავერსზე გამოსახულია საქართველოს გერბით

ავერსი – (ლათ. adversus) ლითონის მონეტის ან მედლის წინა მხარე, შუბლი;

ავერსზე, როგორც წესი, თავსდება გამოსახულება საკანონმდებლო ფუნქციით, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოს გერბი; სამეცნიერო წრეებში არ არსებობს ერთიანი აზრი მონეტის ავერსის განსაზღვრის შესახებ; მონეტების თანამედროვე კატალოგებში მიღებულია ავერსის განსაზღვრა შემდეგი ნიშნებით:

  1. სახელმწიფოს გერბი, ემბლემა; თუ მონეტის ორივე მხარეს გამოსახულია გერბი, ავერსად მიიჩნევა მხარე პრივილეგირებული სახელმწიფოს გერბის გამოსახულებით, მაგ., პორტუგალიის კოლონიების მონეტების ავერსზე – პორტუგალიის, რევერსზე კი კოლონიის გერბი იყო გამოსახული;
  2. სახელმწიფოს მეთაურის ან სამონეტო რეგალიის რომელიმე სხვა მფლობელის პორტრეტი;
  3. ლეგენდა, სადაც მითითებულია ქვეყანა, ტერიტორია;
  4. ლეგენდა, სადაც მოხსენიებულია სამონეტო რეგალიის მფლობელის სახელი.

სხვა შემთხვევებში მეცნიერები სუბიექტურად წყვეტენ ან უარს ამბობენ ავერსის განსაზღვრაზე.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები