პორტუგალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პორტუგალიის დროშა

პორტუგალია (Portugal – პორტუგალიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, უჭირავს პირენეს ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, აზორის და მადეირის კუნძულები ატლანტის ოკეანეში. ქვეყანას დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით – ესპანეთი.

ფართობი - 92,1 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 10,7 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – პორტუგალიური და მირანდესი (ესპანურის და პორტუგალიური დიალექტების ნარევი).

დედაქალაქი - ქ. ლისაბონი.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – რესპუბლიკის კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მთავრობა. პორტუგალია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული სექტორი. წამყვანი დარგებია: მსუბუქი, სამთო და ფერადი მეტალურგია, ქიმიური, ნავთობგადასამუშავებელი, ხის დამმუშავებელი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს მოსახლეობის მოთხოვნის 50%-ს. მთავარი დარგი – მემცენარეობა.

საზღვაო პორტებია: ავეირუ, ლისაბონი, პორტუ, ლაგუში, სეტუბალი, პორტიმანი, ფუნშალი (მადეირას კუნძული), ანგრა-დე-ეროიჟმუ (აზორის კუნძული).

საერთაშორისო აეროპორტებია: პორტელა, ლისაბონი, პორტუ (მადეირას კუნძული), ფარუ (აზორის კუნძული).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 43,9 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 26,7 ათ., სამხედრო-საჰაერო 7,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო 9,7 ათ., რეზერვი - 2,1 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები