ჰელიოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ჰელიოსი''' – ''(ბერძნ.)'' მზის ღმერთი. [[ტიტანები]]ს, [[ჰიპერიონი]]სა და [[თეა]]ს ვაჟი. [[სელენე]]სა და [[ეოსი]]ძმა. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია [[სოლი]], რომელსაც ხშირად [[აპოლონი|აპოლონთან]] აიგივებდნენ.
+
[[ფაილი:Heliosi.jpg|thumb|250პქ|'''ჰელიოსი'''. <br />კარატერის [[ფერწერა]] (ძვ.წ. V ს. შუა წლები). დეტროიტი, ხელოვნების მუზეუმი]]
  
ჰელიოსი უძველესი ღვთაებაა. მისი კულტი [[ოლიმპიური პანთეონი]]ს ჩამოყალიბებამდე არსებობდა. ბერძენთა რწმენით, იგი სამყაროს მაცოცხლებელ ძალას ფლობდა და თვალთა ნათელს ართმევდა ბოროტმოქმედებს. იმყოფებოდა რა ზეცის თაღზე, ჰელიოსი თვალ-ყურს ადევნებდა ღმერთებისა და ადამიანების საქმეებს. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ყოვლისმხილველი“.
+
'''ჰელიოსი''' – ''(ბერძნ.)'' მზის ღმერთი. [[ტიტანები]]ს, [[ჰიპერიონი]]სა და [[თეა]]ს ვაჟი. [[სელენე]]სა და [[ეოსი]]ს ძმა. რომაულ [[მითოლოგია]]ში მისი თანაგვარია [[სოლი (მზე)]], რომელსაც ხშირად [[აპოლონი|აპოლონთან]] აიგივებდნენ.
 +
 
 +
ჰელიოსი უძველესი ღვთაებაა. მისი [[კულტი]] [[ოლიმპიური პანთეონი]]ს ჩამოყალიბებამდე არსებობდა. ბერძენთა რწმენით, იგი სამყაროს მაცოცხლებელ ძალას ფლობდა და თვალთა ნათელს ართმევდა ბოროტმოქმედებს. იმყოფებოდა რა ზეცის თაღზე, ჰელიოსი თვალ-ყურს ადევნებდა ღმერთებისა და ადამიანების საქმეებს. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ყოვლისმხილველი“.
  
 
ჰელიოსი ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, წლის დროთა ქალღმერთებით გარემოცული. მითოსურ კუნძულზე, რომელსაც თრინაკია ეწოდებოდა, ბალახობდნენ მისი თეთრად მანათობელი ხარები ([[ოდისევსი]]ს თანამგზავრებმა რომ დაკლეს).
 
ჰელიოსი ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, წლის დროთა ქალღმერთებით გარემოცული. მითოსურ კუნძულზე, რომელსაც თრინაკია ეწოდებოდა, ბალახობდნენ მისი თეთრად მანათობელი ხარები ([[ოდისევსი]]ს თანამგზავრებმა რომ დაკლეს).
ხაზი 19: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ღმერთები]]
 +
[[კატეგორია:ბერძნული ღვთაებანი]]
 +
[[კატეგორია:ასტრალური ღვთაებები]]

მიმდინარე ცვლილება 23:22, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

ჰელიოსი.
კარატერის ფერწერა (ძვ.წ. V ს. შუა წლები). დეტროიტი, ხელოვნების მუზეუმი

ჰელიოსი(ბერძნ.) მზის ღმერთი. ტიტანების, ჰიპერიონისა და თეას ვაჟი. სელენესა და ეოსის ძმა. რომაულ მითოლოგიაში მისი თანაგვარია სოლი (მზე), რომელსაც ხშირად აპოლონთან აიგივებდნენ.

ჰელიოსი უძველესი ღვთაებაა. მისი კულტი ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე არსებობდა. ბერძენთა რწმენით, იგი სამყაროს მაცოცხლებელ ძალას ფლობდა და თვალთა ნათელს ართმევდა ბოროტმოქმედებს. იმყოფებოდა რა ზეცის თაღზე, ჰელიოსი თვალ-ყურს ადევნებდა ღმერთებისა და ადამიანების საქმეებს. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ყოვლისმხილველი“.

ჰელიოსი ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, წლის დროთა ქალღმერთებით გარემოცული. მითოსურ კუნძულზე, რომელსაც თრინაკია ეწოდებოდა, ბალახობდნენ მისი თეთრად მანათობელი ხარები (ოდისევსის თანამგზავრებმა რომ დაკლეს).

დღისით ცეცხლოვან ეტლზე ამხედრებული ჰელიოსი, თავს ევლებოდა დედამიწას, მიმწუხრისას კი ოკეანოსის წმინდა წყლებში ჩაეშვებოდა და ოქროს ნავით მიცურავდა თავისი ამოხდომის ადგილამდე.

მზე-ღმერთს მრავალი შვილი ჰყავდა. ოკეანოსის ასულმა, პერსეისმა, მას უშვა აიეტი-კოლხთა სამეფო სკიპტრის მპყრობელი, ჯადოქარი კირკე და პასიფაე, კრეტის ლეგენდარული მეფის, მინოსის მეუღლე. ნიმფა კლიმენესგან ჰელიოსს ჰყავდა ვაჟი-ფაეთონი და ოთხი ასული. ნიმფა როდამ კი მას შვიდი ძე გაუჩინა.

ჰელიოსს ხშირად აიგივებდნენ მამამისთან, ჰიპერიონთან და ამის გამო მის ვაჟიშვილებს ჰიპერიონიდებსაც უწოდებდნენ. ძვ.წ. V საუკუნიდან კი ჰელიოსისა და აპოლონის კულტების თანაგვარობაც შეინიშნება.

შემოქმედნი ჰელიოსს მზით გაბრწყინებულ ეტლზე აღზევებულს წარმოსახავდნენ.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები