ჟღენტი სერგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟღენტი სერგი“ გადაიტანა გვერდზე „სერგი ჟღენტი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სერგი ჟღენტი“ გადაიტანა გვერდზე „ჟღენტი სერგი“ გადამისამართე...) |
00:00, 25 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ჟღენტი სერგი მიხეილის ძე – (1912–1963) გამოჩენილი საბჭოთა ენათმეცნიერი – ფონეტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ძვირფასი ფოლკლორული მასალაა შეტანილი მის წიგნებში. „გურული კილო“ (1936) და „ჭანური ტექსტები“ (1938). ჭანურის არქაბულ კილოზე ჩაწერილ ტექსტებს, რომლებიც დასახელებულ წიგნშია გამოქვეყნებული, დაუფასებელი მნიშვნელობა იქვს არა მარტო ჭანურის ენობრივი თავისებურებების, არამედ ჭანური ფოლკლორის ძირეული საკითხების შესასწავლადაც. ფასეულია მისი შრომები ხალხური ლექსწყობის თვალსახრისით.
ა. ღლონტი
ლიტერატურა
- ჟღენტი, გურული კილო, 1936;
- მისივე. ჭანური ტექსტები, 1938;
- ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
- ქართველურ ენათა ფონეტიკის საკითხები (რჩეული შრომები), თბ., 1965.