დიშე ჩიღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიშე ჩიღი || დიშე ჟიღ-ი''' ''(ადიღ. Дышъэ чъыгы || Дышъэ жыг – „ოქროს ხე“)'' ...)
 
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''დიშე ჩიღი || დიშე ჟიღ-ი''' ''(ადიღ. Дышъэ чъыгы || Дышъэ жыг – „ოქროს ხე“)'' – ადიღური ნართული ეპოსის „ოქროს ხე“ — სიცოცხლის ხის, მსოფლიო ხის (არბორ მუნდი) მითოლოგიური ნაირსახეობა. ეს ხის ჯიში მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღმერთის – [[თჰაგალეჯი]]ს, მიერ არის გამოყვანილი და ნართების მიწაზე ხარობს. იგი ნართების საზოგადოებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს: მისით ხდება სიცოცხლეზე, მოდგმის გაგრძელებაზე ნართების წარმოდგენების აქტუალიზაცია (Нартхэр, I. 1968).  
 
'''დიშე ჩიღი || დიშე ჟიღ-ი''' ''(ადიღ. Дышъэ чъыгы || Дышъэ жыг – „ოქროს ხე“)'' – ადიღური ნართული ეპოსის „ოქროს ხე“ — სიცოცხლის ხის, მსოფლიო ხის (არბორ მუნდი) მითოლოგიური ნაირსახეობა. ეს ხის ჯიში მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღმერთის – [[თჰაგალეჯი]]ს, მიერ არის გამოყვანილი და ნართების მიწაზე ხარობს. იგი ნართების საზოგადოებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს: მისით ხდება სიცოცხლეზე, მოდგმის გაგრძელებაზე ნართების წარმოდგენების აქტუალიზაცია (Нартхэр, I. 1968).  
  
ეპოსში ოქროს ხის გატაცებული ნაყოფის (ვაშლის) ძიებასთან არის დაკავშირებული ტყუპების [[მითი]]. ოქროს ხის შესახებ თქმულება შეიცავს ისეთ საპირისპირო სიმბოლურ კოორდინატებს, როგორიც არის „[[ზესკნელი]] – ქვესკნელი“. ოქროს ვაშლის ძიების დროს ერთი ტყუპისცალი ზემოთ რჩება, მეორე (უმცროსი) კი წყლისქვეშეთში ჩადის, რაც ტყუპების შესახებ მითის ტიპოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. მზის ამოსვლა ხეზე კვირტის გამოტანის [[სიმბოლო]]ა, ჩასვლა – ნაყოფის დამწიფების; წითელი ფერი ბიჭის დაბადებას შეესატყვისება, თეთრი – გოგოს გაჩენას. ოქროს ხე ყოველდღიურად ოპოზიციური სიმბოლიკის („წითელი – თეთრი“, „მზის ამოსვლა – მზის ჩასვლა“) მქონე ერთ ვაშლს ისხამს. შდრ. შესაბსმისი ყაბარდოული ტექსტი:
+
ეპოსში ოქროს ხის გატაცებული ნაყოფის (ვაშლის) ძიებასთან არის დაკავშირებული [[ტყუპთა მითები|ტყუპების მითი]]. [[ოქრო]]ს ხის შესახებ [[თქმულება]] შეიცავს ისეთ საპირისპირო სიმბოლურ კოორდინატებს, როგორიც არის „[[ზესკნელი]] – ქვესკნელი“. ოქროს ვაშლის ძიების დროს ერთი ტყუპისცალი ზემოთ რჩება, მეორე (უმცროსი) კი წყლისქვეშეთში ჩადის, რაც ტყუპების შესახებ მითის ტიპოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. მზის ამოსვლა ხეზე კვირტის გამოტანის [[სიმბოლო]]ა, ჩასვლა – ნაყოფის დამწიფების; წითელი ფერი ბიჭის დაბადებას შეესატყვისება, თეთრი – გოგოს გაჩენას. ოქროს ხე ყოველდღიურად ოპოზიციური სიმბოლიკის („წითელი – თეთრი“, „მზის ამოსვლა – მზის ჩასვლა“) მქონე ერთ ვაშლს ისხამს. შდრ. შესაბსმისი ყაბარდოული ტექსტი:
 
::ЙышIэлъэныкъуэр дышъэхут,
 
::ЙышIэлъэныкъуэр дышъэхут,
 
::ЙышIэлъэныкъуэр дышъэплът.
 
::ЙышIэлъэныкъуэр дышъэплът.
ხაზი 23: ხაზი 23:
 
::თეთრ გვერდს მოკბეჩს და დაორსულდება,
 
::თეთრ გვერდს მოკბეჩს და დაორსულდება,
 
::ლამაზ გოგოს გააჩენს.
 
::ლამაზ გოგოს გააჩენს.
სიცოცხლის ხის ნაყოფიერების სიმბოლიკა ამით არ ამოიწურება. როგორც ითქვა, ზღვის ქალღმერთის ასულები მტრედების სახით იტაცებენ ვაშლს, რათა ნართები – თავიანთი სასურველი საქმროები, მათ კვალს დაადგნენ. ერთ-ერთი მათგანი – მზეთუნახავი მიღაზეში, ნართი ფიზღაშასგან ტყუპებს – [[ოზირმესი|ოზირმესსა]] და იმისს (სხვა ვერსიით, ხიმიშსა და ოზირმესს) აჩენს.
+
სიცოცხლის ხის ნაყოფიერების [[სიმბოლიკა]] ამით არ ამოიწურება. როგორც ითქვა, ზღვის ქალღმერთის ასულები მტრედების სახით იტაცებენ ვაშლს, რათა ნართები – თავიანთი სასურველი საქმროები, მათ კვალს დაადგნენ. ერთ-ერთი მათგანი – მზეთუნახავი მიღაზეში, ნართი ფიზღაშასგან ტყუპებს – [[ოზირმესი|ოზირმესსა]] და იმისს (სხვა ვერსიით, ხიმიშსა და ოზირმესს) აჩენს.
  
 
ოქროს ხე ნართების მუდმივ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ძალასა და სილამაზეს უზრუნველყოფს. შაფსიღური ტრადიციის თანახმად, [[ემინეჟი]]ს მიერ ოქროს ხის განადგურებამ ნართების გაქრობა განაპირობა. აქედან აშკარად ჩანს ნართების ოქროს ხისა და უნივერსალური მითოპოეტური სიცოცხლის ხის იგივეობა.
 
ოქროს ხე ნართების მუდმივ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ძალასა და სილამაზეს უზრუნველყოფს. შაფსიღური ტრადიციის თანახმად, [[ემინეჟი]]ს მიერ ოქროს ხის განადგურებამ ნართების გაქრობა განაპირობა. აქედან აშკარად ჩანს ნართების ოქროს ხისა და უნივერსალური მითოპოეტური სიცოცხლის ხის იგივეობა.
ხაზი 33: ხაზი 33:
 
*Мижаев М. И. Космогонические мифы адыгов// Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002;  
 
*Мижаев М. И. Космогонические мифы адыгов// Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002;  
 
*Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.
 
*Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 43: ხაზი 42:
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
 
[[კატეგორია:მითიური მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მითიური მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:ტყუპთა მითები]]

მიმდინარე ცვლილება 17:16, 25 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

დიშე ჩიღი || დიშე ჟიღ-ი (ადიღ. Дышъэ чъыгы || Дышъэ жыг – „ოქროს ხე“) – ადიღური ნართული ეპოსის „ოქროს ხე“ — სიცოცხლის ხის, მსოფლიო ხის (არბორ მუნდი) მითოლოგიური ნაირსახეობა. ეს ხის ჯიში მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღმერთის – თჰაგალეჯის, მიერ არის გამოყვანილი და ნართების მიწაზე ხარობს. იგი ნართების საზოგადოებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს: მისით ხდება სიცოცხლეზე, მოდგმის გაგრძელებაზე ნართების წარმოდგენების აქტუალიზაცია (Нартхэр, I. 1968).

ეპოსში ოქროს ხის გატაცებული ნაყოფის (ვაშლის) ძიებასთან არის დაკავშირებული ტყუპების მითი. ოქროს ხის შესახებ თქმულება შეიცავს ისეთ საპირისპირო სიმბოლურ კოორდინატებს, როგორიც არის „ზესკნელი – ქვესკნელი“. ოქროს ვაშლის ძიების დროს ერთი ტყუპისცალი ზემოთ რჩება, მეორე (უმცროსი) კი წყლისქვეშეთში ჩადის, რაც ტყუპების შესახებ მითის ტიპოლოგიისთვის არის დამახასიათებელი. მზის ამოსვლა ხეზე კვირტის გამოტანის სიმბოლოა, ჩასვლა – ნაყოფის დამწიფების; წითელი ფერი ბიჭის დაბადებას შეესატყვისება, თეთრი – გოგოს გაჩენას. ოქროს ხე ყოველდღიურად ოპოზიციური სიმბოლიკის („წითელი – თეთრი“, „მზის ამოსვლა – მზის ჩასვლა“) მქონე ერთ ვაშლს ისხამს. შდრ. შესაბსმისი ყაბარდოული ტექსტი:

ЙышIэлъэныкъуэр дышъэхут,
ЙышIэлъэныкъуэр дышъэплът.
Дыгъэр къышъыкъуэкIым къыпидзэрт,
Дыгъэр шъыкъуыхьэм къыдэхъурт.
ЙышIыпъэныкъуэр плъыжъыыу иылэрт,
Адрей лъэныкъуэр хужыу къанэрт,
Фыз мылъхуэм плъыжъыр йышхмэ,
Уэндэгъу хъурти къуэ къилъхурт,
Хуыжъыр йышхмэ, уэндэгъу хъурти
ТхьэIухуду пхъуы йыгъуэтырт (Нартхэр. I. 1968).
მისი (ვაშლის) ერთი გვერდი თეთროქროვანია,
მისი მეორე გვერდი – წითელოქროვანი.
მზის ამოსვლისას კვირთი იბერება,
მზის ჩასვლისას ნაყოფი მწიფდება.
განთიადის მზის სხივები ერთ მის გვერდს წითლად ფერავს,
მეორე გვერდს – თეთრად,
თუკი უნაყოფო ქალი წითელ გვერდს მოკბეჩს,
დაფეხმძიმდება და ბიჭს დაბადებს,
თეთრ გვერდს მოკბეჩს და დაორსულდება,
ლამაზ გოგოს გააჩენს.

სიცოცხლის ხის ნაყოფიერების სიმბოლიკა ამით არ ამოიწურება. როგორც ითქვა, ზღვის ქალღმერთის ასულები მტრედების სახით იტაცებენ ვაშლს, რათა ნართები – თავიანთი სასურველი საქმროები, მათ კვალს დაადგნენ. ერთ-ერთი მათგანი – მზეთუნახავი მიღაზეში, ნართი ფიზღაშასგან ტყუპებს – ოზირმესსა და იმისს (სხვა ვერსიით, ხიმიშსა და ოზირმესს) აჩენს.

ოქროს ხე ნართების მუდმივ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას, ძალასა და სილამაზეს უზრუნველყოფს. შაფსიღური ტრადიციის თანახმად, ემინეჟის მიერ ოქროს ხის განადგურებამ ნართების გაქრობა განაპირობა. აქედან აშკარად ჩანს ნართების ოქროს ხისა და უნივერსალური მითოპოეტური სიცოცხლის ხის იგივეობა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Топоров В. Н. О структуре некоторых архаических текстов, соотносимых с концепцией «мирового древа» // Труды по знаковым системам. V/. Тарту, 1971;
  • მისივე, Из позднейшей истории схемы мирового дерева // Сборник по вторичным моделирующим системам. Тарту, 1973;
  • Мижаев М. И. Космогонические мифы адыгов// Мир культуры адыгов (проблемы эволюции и целостности). Составитель и научный редактор Р. А. Ханаху. Майкоп, 2002;
  • Кумахов М. А., Кумахова З. Ю. Нартский эпос: язык и культура. М., 1998.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები