დოლიძე გოგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოლიძე გოგი“ გადაიტანა გვერდზე „გოგი დოლიძე“) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005215/ გოგი დოლიძე] | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005215/ გოგი დოლიძე] | ||
| − | [[კატეგორია:ესტრადის | + | [[კატეგორია:ესტრადის მომღერლები]] |
[[კატეგორია:ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებლები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი]] | [[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი]] | ||
15:38, 19 მაისი 2017-ის ვერსია
დოლიძე გიორგი (გოგი) ლეონიდეს ძე - (5. IX. 1954, თბილისი, – 8. III. 1996, იქვე), ქართველი მომღერალი, ხალხური და საესტრადო სიმღერების შემსრულებელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998, გარდაცვალების შემდეგ)
1976 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მღეროდა სტუდენტთა თვითმოქმედ კოლექტივში. 1979 -96 მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში, როგორც საესტრადო მომღერალი, პოპულარული გახდა 80-90-იან წწ. იყო შესანიშნავი სოლისტი და პარტნიორი. (მღეროდა დუეტში ე. მამალაძესთან, მ. ძიძიგურთან, მ. ჯაბუასთან და სხვ. ერთად). მოღვაწეობდა 1976-83 ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისში“, 1986-იდან კი „ქართულ ხმებში“ (ადრე „ჟურნალისტი“, ხელმძღვანელი რ. გოგოლაშვილი). საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთ (გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი, ბელგია, იტალია, შვეიცარია).
1999 დასახელებული იყო XX ს-ის საუკეთესო საესტრადო მომღერალ მამაკაცად საქართველოში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")