რუსთველი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლოზ რუსთველი“ გადაიტანა გვერდზე „რუსთველი ნიკოლოზ“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუსთველი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ რუსთველი“ გადამ...)

13:28, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია

ნიკოლოზ რუსთველი (ჩერქეზიშვილი) – (XVIII ს. პირველი ნახევარი), პოეტი, მქადაგებელი, თეოლოგი, საეკლესიო მოღვაწე. 1702–23 წლებში რუსთავის მიტროპოლიტია, შემდგომ დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობს.

ყოფილა თავისი დროის ცნობილი მქადაგებელი და ლიტურგისტი. შეუთხზავს „საგალობლები წმიდა დოდოსი“. 1733 წ. აფხაზეთის კათალიკოსის გრიგოლ მეორის ბრძანებით შეუდგენია ბიჭვინთის იადგარი ანუ სიგელი. იადგარს მიუძღვის იამბიკო ოთხ მუხლად. ეს არის პოეტური შესხმა ღვთისა და გრიგოლ კათალიკოსისა. იამბიკოს მოსდევს ვრცელი საღვთისმეტყველო ტრაქტატი შვიდ თავად, რომელიც ნიკოლოზის თეოლოგიურ ერუდიციას გვიდასტურებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები