ვოლფი ჰუგო
(ახალი გვერდი: ვოლფი ჰუგო '''ვოლფი ჰუგო''' - (გერმ. Hugo Wolf, 13. III. 1860, ვ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰუგო ვოლფი“ გადაიტანა გვერდზე „ვოლფი ჰუგო“) |
17:15, 19 მაისი 2017-ის ვერსია
ვოლფი ჰუგო - (გერმ. Hugo Wolf, 13. III. 1860, ვინდიშგრეცი (სლოვენგრადეტი, იუგოსლავია), – 22. II. 1903, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი, სწავლობდა ვენის კონსერვატორიაში (1875-77).
პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია – სიმღერები ხმისა და ფორტეპიანოსათვის. ვოლფის მემკვიდრეობის უმთავრეს ნაწილს შეადგენს სიმღერები (300-მდე). რომლებმაც ახალი ფურცელი ჩაწერეს ვოკალური ლირიკის ისტორიაში ვოლფი ცდილობდა სიმღერებში ორგანულად შეერწყა მუსიკა და სიტყვა, ფსიქოლოგიურად გაეხსნა ტექსტი. 1890-იან წლებში სიმღერებთან ერთად ვოლფი წერს კომიკურ ყოფით ოპერას („კორეხიდორი“ 1895) და მუსიკალურ დრამას („მანუელ ვენეგას“, 1897, დაუმთავრებელი). ვოლფმა დაწერა აგრეთვე სიმფონიური ნაწარმოებები, სიმებიანი კვარტეტი და სხვ. ვოლფი გარდაიცვალა სულით ავადმყოფთა კლინიკაში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")