კანონიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კანონიკა''' - საეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა, მსოფლი...)
 
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კანონიკა''' - საეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონები, ცნობილ სასულიერო პირთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი  
+
'''კანონიკა''' — [[საეკლესიო სამართალი|საეკლესიო სამართლის]] ძეგლები: [[მოციქული|მოციქულთა]] და მსოფლიო თუ ადგილობრივ [[საეკლესიო კრებები|კრებათა]] კანონები, ცნობილ სასულიერო პირთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის აქტები [[ეკლესია|ეკლესიის]] საქმეთა გამო. საეკლესიო სამართლის კოდექსებს ბერძნულად ნომოკანონს, ხოლო ქართულად სჯულისკანონს უწოდებდნენ. სავარაუდებელია, რომ ჩვენში IV ს-დან იქმნებოდა ორიგინალური კანონიკური ძეგლები და [[თარგმანი|ითარგმნებოდა]] მნიშვნელოვანი თხზულებანი, ძირითადად ბერძნულიდან. მაგრამ ამ მოღვაწეობის მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი. მნიშვნელოვან ადგილობრივ საეკლესიო კრებებს სათანადო კანონმდებლობა უნდა მოჰყოლოდა, გარკვეული სამართლებრივი აქტით ანუ ძეგლისწერით უნდა დაგვირგვინებულიყო. კანონიკურ მწერლობას ჩვენში საფუძველი ჩაუყარა [[ექვთიმე ათონელი|ექვთიმე ათონელმა]], რომელმაც ქართულად შეადგინა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონი“ (ბერძნულიდან თარგმნილი სტატიების საფუძველზე). აღმოსავლეთის [[ქრისტიანობა|ქრისტიანობაში]] სახელმძღვანელო კოდექსად იყო აღიარებული „დიდი სჯულისკანონი“-IX ს-ში ფოტი [[პატრიარქი|პატრიარქის]] მიერ საბოლოოდ რედაქტირებული თოთხმეტტიტლოვანი კრებული. მასში თავმოყრილია საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ კრებულის თარგმნამ შეავსო ის ხარვეზი, რომელიც ქართულ ორიგინალურ თუ თარგმნილ კანონიკურ მწერლობას ჰქონდა. დადგენილია, რომ „დიდი სჯულისკანონის“ მთარგმნელი არის [[არსენ იყალთოელი]], თარგმანი შესრულებულია XI ს-ის მიწურულს ან XII ს-ის პირველ წლებში.
  
 +
 +
==ტექსტები და ლიტერატურა==
 +
* მცირე სჯულისკანონი, 1973; „დიდი სჯულისკანონი“. 1975;
 +
* [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
''საეკლესიო ლექსიკონი''. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 +
 
  
[[კატეგორია:მართლმადიდებლობა]]
+
[[კატეგორია: ქართული მწერლობა]]
[[კატეგორია: საეკლესიო ტერმინები]]
+
[[კატეგორია: საეკლესიო სამართალი]]
[[კატეგორია:საეკლესიო ლიტერატურა]]
+

მიმდინარე ცვლილება 01:03, 6 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

კანონიკასაეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა და მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა კანონები, ცნობილ სასულიერო პირთა კანონიკური ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის აქტები ეკლესიის საქმეთა გამო. საეკლესიო სამართლის კოდექსებს ბერძნულად ნომოკანონს, ხოლო ქართულად სჯულისკანონს უწოდებდნენ. სავარაუდებელია, რომ ჩვენში IV ს-დან იქმნებოდა ორიგინალური კანონიკური ძეგლები და ითარგმნებოდა მნიშვნელოვანი თხზულებანი, ძირითადად ბერძნულიდან. მაგრამ ამ მოღვაწეობის მხოლოდ ნაკვალევია შემორჩენილი. მნიშვნელოვან ადგილობრივ საეკლესიო კრებებს სათანადო კანონმდებლობა უნდა მოჰყოლოდა, გარკვეული სამართლებრივი აქტით ანუ ძეგლისწერით უნდა დაგვირგვინებულიყო. კანონიკურ მწერლობას ჩვენში საფუძველი ჩაუყარა ექვთიმე ათონელმა, რომელმაც ქართულად შეადგინა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონი“ (ბერძნულიდან თარგმნილი სტატიების საფუძველზე). აღმოსავლეთის ქრისტიანობაში სახელმძღვანელო კოდექსად იყო აღიარებული „დიდი სჯულისკანონი“-IX ს-ში ფოტი პატრიარქის მიერ საბოლოოდ რედაქტირებული თოთხმეტტიტლოვანი კრებული. მასში თავმოყრილია საეკლესიო და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლები. ამ კრებულის თარგმნამ შეავსო ის ხარვეზი, რომელიც ქართულ ორიგინალურ თუ თარგმნილ კანონიკურ მწერლობას ჰქონდა. დადგენილია, რომ „დიდი სჯულისკანონის“ მთარგმნელი არის არსენ იყალთოელი, თარგმანი შესრულებულია XI ს-ის მიწურულს ან XII ს-ის პირველ წლებში.


[რედაქტირება] ტექსტები და ლიტერატურა

  • მცირე სჯულისკანონი, 1973; „დიდი სჯულისკანონი“. 1975;
  • ი. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები