დანქენი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დანქენი რობერტ“ გადაიტანა გვერდზე „რობერტ დანქენი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რობერტ დანქენი“ გადაიტანა გვერდზე „დანქენი რობერტ“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:38, 6 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

რობერტ დანქენი – (დ. 1919 – გ. 1988) – ამერიკელი პოეტი. „ანტიფორმალისტური“ ესთეტიკის წარმომადგენელი (ოლსონთან, კრილისთან, ლევერტოვთან, ბიტნიკებთან ერთად). მის ლექსებში ერთმანეთს ენივთება სიზუსტე და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლურობა, ინტელექტუალიზმი და მისტიკა, უღრმესი ერუდიცია და მოვლენათა არსის მითური ხედვა. დანქენის პოეზია გამოირჩევა უჩვეულო მუსიკალურობით (რაც სრულიად დაკარგულია ჩვენეულ თარგმანებში), ეზოთერული ლირიკის ტრადიციისადმი ერთგულებით, საგანთა იდუმალი, დაფარული მხარის „თემატიზებისკენ“ სწრაფვით. „არა იმდენად კლასიკური და შუასაუკუნეთა მითოლოგიის ანაქრონული გამოყენებით, რამდენადაც – ხელოვნებისადმი ფუნდამენტალური დამოკიდებულებით, დანქენი ცდილობს პოეზია მის უღრმეს საწყისებს დაუბრუნოს – საღვთო წესების რიტუალებს. რობერტ დანქენის ერუდიტული, წინასწარმეტყველური, დროდადრო ჰომოეროტიკული (დიდი ხნით ადრე, ვიდრე სექსუალური არჩევანი პოლიტიკური და ესთეტიკური დავის საგანი გახდებოდა), ლირიკული და, ხშირად, ღრმად რელიგიური ლექსები გაცილებით მეტ იმპულსებს შეიცავს, ვიდრე – „იატაკზე მთვარის შუქის პასაჟები“. CAP (თარგმნა ბელა წიფურიამ). იგი მიჩნეულია ომისშემდგომ ამერიკულ პოეზიაში სიტყვის უდიდეს ოსტატად.


[რედაქტირება] წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები