ბარამიძე გიორგი (ფიოსოფოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ბარამიძე (ფიოსოფოსი)“ გადაიტანა გვერდზე „[[ბარამიძე გიორგ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 20:21, 7 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გიორგი ბარამიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994) პროფესორი (2001), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001), 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობს უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრახე. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სოციალური ფილოსოფია, “პოლიტიკური ფილოსოფია, ონტოთეოლოგია, ლიტერატურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამ ათეულხე მეტი ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია.

გ. ბარამიძე ეწევა აგრეთვე მთარგმნელობით საქმიანობას. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა მარტინ ჰაიდეგერის „დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“ (1992) და „თემშარა“ (1993), მაქს ვებერის „პოლიტიკა როგორც დანიშნულება“ (1994) და ჰერმან ჰესეს „ნოვალისი“ (1989).

2001 წლიდან გ. ბარამიძე ფილოსოფიის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2002 წლიდან საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტი.


[რედაქტირება] თხზულებები

„ფანტაზია და წარმოსახვა“ (თბილისი, 1993);

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები