დავითაშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Ioseb davitashvili.PNG|thumb|იოსებ დავითაშვილი]]
 
[[ფაილი:Ioseb davitashvili.PNG|thumb|იოსებ დავითაშვილი]]
'''დავითაშვილი იოსებ''' (1850 1887),  [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. დაიბადა სოფელ გარდატენში (გორი). 1880
+
'''დავითაშვილი იოსებ''' (1850-1887) პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში, ადრე დაობლდა, უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა. თვითგანვითარებას მისდევდა. სამუშაოს გამუდმებულ ძიებაში შემოიარა საქართველო, ამავე დროს აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იყო ხალხოსნობის მიმდევარი.
წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული –  „სტვირი”; მისი პატრიოტული ლირიკა („წუთისოფელში ცხოვრება”, „ახალ მოლექსეს”, „მოხუცის სინანული”) „თერგდალეულთა” ზეგავლენას განიცდიდა; პოეტის ზოგი ლექსი სიმღერად იქცა („სამშობლო”, „მუშის სიმღერა”, „ბედის წყარო”); ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა მის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს.
+
== შემოქმედება ==
 +
თვითნასწავლმა პოეტმა ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე (1877-87) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ეს ლექსები თემატური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ უშუალობითა და გულწრფელობით არის აღსავსე. მშრომელი ხალხის ეკონომიური სიდუხჭირის, მათი ცხოვრების, მათი ტკივილებისა და მისწრაფებების ჩვენება იყო ი. დავითაშვილის ლექსთა ძირითადი თემა. მის თხზულებებში, თუმცა კი ყრუდ, ისმოდა სოციალური პროტესტი და მომავლის იმედიანი კილო („მუშის სიმღერა“, „გლეხის პასუხი“, „ბედის წყარო“, თუნდ ვკვდებოდეთ“). ჩაგრულთა ხსნის ერთ-ერთ პირობად პოეტს (ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ი. დავითაშვილის ზოგიერთი ლექსი ხალხური პოეზიის ნიმუშებს უახლოვდება („[[თამარ მეფე|თამარ დედოფლის]] ლექსი“, „ჯეჯილი“, „გლეხის მასწავლებელი“), ზოგი ლექსი სიმღერადაც იქცა („სამშობლო“). მას, როგორც თვითნასწავლ პოეტს, დიდად აფასებდნენ [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძე]] და [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთელი]]. ილია იყო პოეტის პირველი ბიოგრაფი. მისთვის დავითაშვილის მოღვაწეობა დაბალი ფენების გამოღვიძებისა და საკუთარ ფეხზე დადგომის, მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების მანიშნებელი იყო.
  
 +
==თხზულებანი==
 +
* სრული კრებული. 1951.[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1410593~S2*geo]]
  
:::: '''ჯეჯილი'''
+
==ლიტერატურა==
 +
* [[ზანდუკელი მიხეილ (1893-1923)|მ. ზანდუკელი]], ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, 1955 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1399531~S2*geo]];
 +
* [[კოტეტიშვილი ვახტანგ|ვ. კოტეტიშვილი]], ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), 1959.[[https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/448607]]
  
::იზარდე, მწვანე ჯეჯილო,
 
::დაპურდი, გახდი ყანაო;
 
::იკურთხოს იმის მარჯვენა,
 
::ვინც გთესა, მოგიყვანაო!
 
::დაპურდი, ჩემო ნუგეშო,
 
::იზარდე თანდათანაო;
 
::ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,
 
::მზემ შუქი გფინოს თანაო.
 
::ქარმა გიღელვოს ზღვასავით,
 
::მწყრებმა მოგძახონ ნანაო;
 
::იზარდე, გაახარევი
 
::ყმაწვილი ჩემისთანაო.
 
 
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:დავითაშვილები]]
 
[[კატეგორია:დავითაშვილები]]

19:12, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

იოსებ დავითაშვილი

დავითაშვილი იოსებ (1850-1887) — პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში, ადრე დაობლდა, უკიდურეს სიღარიბეში აღიზარდა. თვითგანვითარებას მისდევდა. სამუშაოს გამუდმებულ ძიებაში შემოიარა საქართველო, ამავე დროს აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იყო ხალხოსნობის მიმდევარი.

შემოქმედება

თვითნასწავლმა პოეტმა ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე (1877-87) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა. ეს ლექსები თემატური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ უშუალობითა და გულწრფელობით არის აღსავსე. მშრომელი ხალხის ეკონომიური სიდუხჭირის, მათი ცხოვრების, მათი ტკივილებისა და მისწრაფებების ჩვენება იყო ი. დავითაშვილის ლექსთა ძირითადი თემა. მის თხზულებებში, თუმცა კი ყრუდ, ისმოდა სოციალური პროტესტი და მომავლის იმედიანი კილო („მუშის სიმღერა“, „გლეხის პასუხი“, „ბედის წყარო“, თუნდ ვკვდებოდეთ“). ჩაგრულთა ხსნის ერთ-ერთ პირობად პოეტს (ცოდნის შეძენა მიაჩნდა. ი. დავითაშვილის ზოგიერთი ლექსი ხალხური პოეზიის ნიმუშებს უახლოვდება („თამარ დედოფლის ლექსი“, „ჯეჯილი“, „გლეხის მასწავლებელი“), ზოგი ლექსი სიმღერადაც იქცა („სამშობლო“). მას, როგორც თვითნასწავლ პოეტს, დიდად აფასებდნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი. ილია იყო პოეტის პირველი ბიოგრაფი. მისთვის დავითაშვილის მოღვაწეობა დაბალი ფენების გამოღვიძებისა და საკუთარ ფეხზე დადგომის, მათში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივების მანიშნებელი იყო.

თხზულებანი

  • სრული კრებული. 1951.[[1]]

ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები