მსახიობის დღე (გაზეთი)
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''„მსახიობის დღე“''' - (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამომცემელი სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირი. გაზეთის რედაქტორი იყო [[შალვა დადიანი]]. გამოიცემოდა [[თბილისი|თბილისში]], მსახიობის დღის | + | '''„მსახიობის დღე“''' - (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამომცემელი სრულიად [[საქართველო|საქართველოს]] მსახიობთა კავშირი. გაზეთის რედაქტორი იყო [[შალვა დადიანი]]. გამოიცემოდა [[თბილისი|თბილისში]], მსახიობის დღის აღსანიშნავად. |
− | აღსანიშნავად. | + | |
− | 2 იანვარი ქართული [[თეატრი|თეატრის]] დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920, გაიმართა ქართველ მსახიობთა ყრილობა. გაზეთის 1920 წლის მეორე ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე გვერდზე დაბეჭდილია განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის შესახებ და თბილისში წარმოდგენილი 14 სპექტაკლის ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები ეხმიანება მსახიობთა [[დღესასწაული|დღესასწაულს]]. ამ მოვლენას ეძღვნება გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“, დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე [[ანდრონიკაშვილი ელენე იოსების ასული|ე. ანდრონიკაშვილის]] „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. [[იოსებ იმედაშვილი]]ს სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“ საუბარია ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე. ავტორი საზოგადოებას ულოცავს დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ამავე ნომერში იბეჭდება ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს. | + | 2 იანვარი ქართული [[თეატრი|თეატრის]] დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920, გაიმართა ქართველ მსახიობთა ყრილობა. გაზეთის 1920 წლის მეორე ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე გვერდზე დაბეჭდილია განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის შესახებ და [[თბილისი|თბილისში]] წარმოდგენილი 14 სპექტაკლის ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები ეხმიანება მსახიობთა [[დღესასწაული|დღესასწაულს]]. ამ მოვლენას ეძღვნება გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“, დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე [[ანდრონიკაშვილი ელენე იოსების ასული|ე. ანდრონიკაშვილის]] „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. [[იოსებ იმედაშვილი]]ს სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“ საუბარია ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე. ავტორი საზოგადოებას ულოცავს დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ამავე ნომერში იბეჭდება ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს. |
− | 1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და | + | 1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და [[რობაქიძე გრიგოლ|გრ. რობაქიძის]] „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება [[აკაკი ფაღავა]]ს წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება [[გომართელი ივანე|ივ. გომართელის]] სტატია „ქართული ხელოვნება“, [[ახმეტელი ალექსანდრე|ალ. ახმეტელის]] „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, [[წუწუნავა ალექსანდრე|ალ. წუწუნავა]]ს „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ. |
− | მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის | + | |
− | „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და [[რობაქიძე გრიგოლ|გრ. რობაქიძის]] „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება [[აკაკი ფაღავა]]ს წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება [[გომართელი ივანე|ივ. გომართელის]] სტატია „ქართული ხელოვნება“, [[ახმეტელი ალექსანდრე|ალ. ახმეტელის]] „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, [[წუწუნავა ალექსანდრე|ალ. წუწუნავა]]ს „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ. | + | |
ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის | ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის | ||
ლექსები. | ლექსები. | ||
− | + | ||
+ | '''''მარი წერეთელი''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* გაზ. „მსახიობის დღე“, 1920, №1-2; | * გაზ. „მსახიობის დღე“, 1920, №1-2; | ||
* გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947; | * გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947; | ||
+ | |||
+ | ==იხილე აგრეთვე== | ||
+ | [http://www.nplg.gov.ge/paperge/ka/browse/002248/ საქართველოს გაზეთები] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ხაზი 20: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია: ქართული გაზეთები]] | [[კატეგორია: ქართული გაზეთები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული გაზეთები 1918-1921]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:39, 10 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
„მსახიობის დღე“ - (1920, 1921, 1923) - მსახიობთა ყოველწლიური ორგანო. გამომცემელი სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირი. გაზეთის რედაქტორი იყო შალვა დადიანი. გამოიცემოდა თბილისში, მსახიობის დღის აღსანიშნავად.
2 იანვარი ქართული თეატრის დაბადების დღეა, სწორედ ამ დღეს, 1920, გაიმართა ქართველ მსახიობთა ყრილობა. გაზეთის 1920 წლის მეორე ნომერი მთლიანად ეძღვნება სრულიად საქართველოს მსახიობთა კავშირის ისტორიას. პირველივე გვერდზე დაბეჭდილია განცხადება მსახიობის დღის აღნიშვნის შესახებ და თბილისში წარმოდგენილი 14 სპექტაკლის ჩამონათვალი. საგაზეთო პუბლიკაციები ეხმიანება მსახიობთა დღესასწაულს. ამ მოვლენას ეძღვნება გ. ახალციხელის „მსახიობთა დღე – ჩვენი დღესასწაულიც არის“, დ. ჭიაბერაშვილის „სალამი“, აგრეთვე ე. ანდრონიკაშვილის „ოცნება... და მხოლოდ ოცნება“ და სხვ. იოსებ იმედაშვილის სტატიაში „ქურუმი ეროვნებისა“ საუბარია ქართული სამსახიობო სკოლის განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპებზე. ავტორი საზოგადოებას ულოცავს დღესასწაულს და მას ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს. ამავე ნომერში იბეჭდება ანკეტა, რომელიც მსახიობთა საბჭომ დაუგზავნა თავის წევრებს.
1923 წლის ექვსგვერდიანი გამოცემა თავს უყრის ქართული თეატრის დაარსების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მწერალთა და მსახიობთა სტატიებს. ქართული თეატრის მდგომარეობას, განვითარების პერსპექტივასა და პრობლემებს ასახავს დ. კანდელაკის „განათლების სახალხო კომისარის წერილი“ და გრ. რობაქიძის „ქართული თეატრი“. გაზეთში იბეჭდება ინტერვიუ იმჟამად საქართველოში მყოფ ალ. სუმბათაშვილ-იუჟინთან, რომელსაც ესაუბრა მსახიობი ვ. ჯიქია. საუბარი შეეხო თეატრის აწმყოს, ამოცანებს, ქართულ დრამატურგიას, თეატრალური სკოლების დაარსების საკითხს. ქართული თეატრის იუბილეს ეძღვნება აკაკი ფაღავას წერილი „73“. გაზეთში იბეჭდება ივ. გომართელის სტატია „ქართული ხელოვნება“, ალ. ახმეტელის „ახალი სახიობა“, კ. აბაშიძის „ქართული დრამის მოკლე მიმოხილვა“, დ. ლიხელის „ქართული თეატრი“, ალ. წუწუნავას „მისალოცი ქართული თეატრისადმი“, ვ. ფალიაშვილის „ოპერა“ და სხვ.
ახლაფეხადგმულ კინოხელოვნებას ეხება ვ. ბარსკის „წერილი კინემატოგრაფიაზე“. გაზეთი აქვეყნებს მ. ბალანჩივაძის მუსიკალური ნაწარმოების „ზღაპრის“ ნოტებს, აქვე იბეჭდება ს. შანშიაშვილის, შ, მღვიმელისა და ვ. რუხაძის ლექსები.
მარი წერეთელი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გაზ. „მსახიობის დღე“, 1920, №1-2;
- გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, თბ., 1947;
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი