მამაცაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მამაცაშვილი კონსტანტინე“ გადაიტანა გვერდზე „[[კონსტანტინე მამაც...)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „კონსტანტინე მამაცაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[მამაცაშვილი კონსტ...)

15:51, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

კონსტანტინე მამაცაშვილი

მამაცაშვილი კონსტანტინე (1814-1900) — ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. 1869 წ. მიიღო გენერალ-ლეიტენანტობა. კ. მამაცაშვილი ცნობილი იყო როგორც რუსეთის ჯარების გამოჩენილი გენერალი და ნიჭიერი სარდალი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაბედულად იმაღლებდა ხმას ბატონყმობის წინააღმდეგ და მოითხოვდა შეღავათებს გლეხთა განთავისუფლებისას. ახლო მეგობარი იყო ნ. ბარათაშვილისა; მის მიერ „დროებაში“ გამოქვეყნებული მოგონებები ძვირფას მასალას გვაწვდის გენიალური პოეტის ბიოგრაფიისთვის. კ მამაცაშვილი იცნობდა და მეგობრობდა მ. ი. ლერმონტოვს.

თხზულებანი

  • კ. მამაცაშვილი, „თ. ნ. მ. ბარათაშვილი“, 1893.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები