გელათელი პეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გელათელი პეტრე''' – (XII საუკუნე) პოეტი, ჰიმნოგრაფი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოღვაწეობდა [[გელათი|გელათში]]; [[ანტონ I]] [[კათოლიკოსი]]ს სიტყვებით იყო ფილოსოფოსი, რიტორი, ღვთისმეტყველი; მისი პოეტური, სასულიერო ნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია [[იამბიკო]] „ღვთისმშობლის პატივად”, 24 იამბიკო [[გრიგოლ ღვთისმეტყველი]]სა; ერთ იამბიკოში შექებულია [[იოანე პეტრიწი]], ერთში - „კლემაქსის” ავტორი, იოანე სინელი; იამბიკოები ჩართულია „კლემაქსის” პეტრიწისეულ პროზაულ თარგმანში (XIII საუკუნის ხელნაწერი); ანტონ I კათალიკოსის აზრით „სტიხნი პეტრესნი” ჰგვანან [[იეზეკიელი]], იოანე ფილოსოფოსისა და ეფრემ ქართველთა მნათობის ლექსებს „და ესეც კმა ქებადო”.
+
'''პეტრე გელათელი''' – (XII ს.), პოეტი. ბიოგრაფიული ცნობები მის მესახებ არ მოიპოვება. [[ანტონ I|ანტონ კათალიკოსის]] სიტყვით, იყო ფილოსოფოსი, რიტორი და ღვთისმეტყველი. პეტრე გელათელს მიაწერენ შემდეგ თხზულებებს: „სიტყვა განხორციელებისათვის ძისა ღვთისა“; „ქალწულებისათვის [[ბასილი დიდი|ბასილი დიდისა]]“; „მოწამეობისა გვირგვინი განსამხნევებლად აგარიანთაგან დევნილ ქართველთა“; [[გრიგოლ ნაზიანზელი|გრიგოლ ნაზიანზელის]] 186-მუხლიანი სიტყვა ლექსად, [[დასდებელი|დასდებელ]]-[[საგალობელნი]] [[წმინდანები|წმიდათანი]]; [[იამბიკო]] ღვთისმშობლის პატივად; 24 იამბიკო [[გრიგოლ ღვთისმეტყველი|გრიგოლ ღვთისმეტყველისა]]; იოანე სინელის კლემაქსის ქართული თარგმანი. ამ ნაწარმოებთაგან უმეტესს ჩვენამდე არ მოუღწევია. დაბეჯითებით არც იმის თქმა შეიძლება, ნამდვილად იყო თუ არა ამ ნაწარმოებთა ავტორი პეტრე გელათელი. რაც შეეხება იოანე სინელის კლემაქსის თარგმანს, უკანასკნელმა კვლევა-ძიებამ დაადგინა, რომ ეს თარგმანი ეკუთვნის არა პეტრე გელათელს, არამედ [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწს]]. პეტრე გელათელს შეუთხზავს ორი იამბიკო, რომლებშიც შექებული არიან იოანე სინელი და მისი თხზულების მთარგმნელი იოანე პეტრიწი.
  
 +
==ტექსტი==
 +
* ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 394 [[https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/352642]].
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* ი. ლოლაშვილი, იოანე პეტრიწი-ჭიმჭიმელი, წიგნში იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე, 1968, გვ. 44-56;
 +
* მისივე, იოანე პეტრიწის ერთი „დაკარგული“ თარგმანისათვის, „ლიტერატურული საქართველო“, 1965, N1.
  
==წყარო==
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
  
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
[[კატეგორია:სასულიერო მწერლობა]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოსოფოსები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
 
[[კატეგორია:ქართველი ჰიმნოგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ჰიმნოგრაფები]]

მიმდინარე ცვლილება 12:34, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

პეტრე გელათელი – (XII ს.), პოეტი. ბიოგრაფიული ცნობები მის მესახებ არ მოიპოვება. ანტონ კათალიკოსის სიტყვით, იყო ფილოსოფოსი, რიტორი და ღვთისმეტყველი. პეტრე გელათელს მიაწერენ შემდეგ თხზულებებს: „სიტყვა განხორციელებისათვის ძისა ღვთისა“; „ქალწულებისათვის ბასილი დიდისა“; „მოწამეობისა გვირგვინი განსამხნევებლად აგარიანთაგან დევნილ ქართველთა“; გრიგოლ ნაზიანზელის 186-მუხლიანი სიტყვა ლექსად, დასდებელ-საგალობელნი წმიდათანი; იამბიკო ღვთისმშობლის პატივად; 24 იამბიკო გრიგოლ ღვთისმეტყველისა; იოანე სინელის კლემაქსის ქართული თარგმანი. ამ ნაწარმოებთაგან უმეტესს ჩვენამდე არ მოუღწევია. დაბეჯითებით არც იმის თქმა შეიძლება, ნამდვილად იყო თუ არა ამ ნაწარმოებთა ავტორი პეტრე გელათელი. რაც შეეხება იოანე სინელის კლემაქსის თარგმანს, უკანასკნელმა კვლევა-ძიებამ დაადგინა, რომ ეს თარგმანი ეკუთვნის არა პეტრე გელათელს, არამედ იოანე პეტრიწს. პეტრე გელათელს შეუთხზავს ორი იამბიკო, რომლებშიც შექებული არიან იოანე სინელი და მისი თხზულების მთარგმნელი იოანე პეტრიწი.

[რედაქტირება] ტექსტი

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 394 [[1]].

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი. ლოლაშვილი, იოანე პეტრიწი-ჭიმჭიმელი, წიგნში იოანე პეტრიწი, სათნოებათა კიბე, 1968, გვ. 44-56;
  • მისივე, იოანე პეტრიწის ერთი „დაკარგული“ თარგმანისათვის, „ლიტერატურული საქართველო“, 1965, N1.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები